მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.3
-0.0063
flag
AZN 1.5921
-0.0006
flag
CNY 37.739
-0.0049
flag
EUR 3.1583
-0.02
flag
GBP 3.6327
-0.0123
flag
KZT 49.81
0.0013
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7075
-0.0011

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე

news image

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც  სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე stipendia.bog.ge

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში.

სტიპენდიატების შერჩევა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების, ლიდერული პოტენციალის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება. 

საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი უკვე გამოვლინდა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გახდი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიატი

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

გახდი საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდიატი

საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

2013 წლიდან საქართველოს ბანკი CHEVENING-ის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში 

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 

გახდი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი 

საქართველოს ბანკისა და MASE-ს თანამშრომლობით 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაშეიქმნა. რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, ერთი გამარჯვებული ვლინდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში,  Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს.

საქართველოს ბანკმა და MASE-მ პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი, 2025-2026 წლის გამარჯვებული კი აგვისტოში გახდება ცნობილი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

29.07.2025.12:41

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერითსაქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). 

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, 2025 წლის 2-9 აგვისტოს კი მას პეკინი უმასპინძლებს.

ეროვნული ოლიმპიადაში წარმატების შემდეგ, ნაკრების წევრები ოლიმპიადისთვის უკვე ინტენსიურად ემზადებიან. ნაკრების მწვრთნელები თიბისის და საქართველოს სხვა წამყვანი AI პროფესიონალები არიან. ოლიმპიელები ასევე ხვდებიან ქართველებს, რომლებიც ისეთ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ, როგორიც Google-ის DeepMind და OpenAI-ია. მოსამზადებელი ეტაპი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 1 აგვისტოს კი ნაკრები და მწვრთნელები პეკინში გაემგზავრებიან. 

პეკინში მონაწილეები ღონისძიებას შეუერთდებიან სხვა AI ენთუზიასტებთან ერთად და ქვეყნის სახელით პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ამის გარდა, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეწვიონ წამყვან AI კომპანიებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ კულტურულ აქტივობებში, იმუშავონ ახალ იდეებზე და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

ოლიმპიადის ორგანიზატორი: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA).

მხარდამჭერები: თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. 

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა