მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი - საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

news image

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. მათ შორის ერთ-ერთი კი ყაზბეგის ეროვნული პარკია.

ყაზბეგის ეროვნული პარკი განკუთვნილია მათთვის, ვინც აღმოჩენების გზაზე არ ჩერდება, განსაკუთრებით კი ზამთარში. ამ ბლოგში ვეცდებით, ცოტა უფრო მეტი გიამბოთ დაცული ტერიტორიის უნიკალური ბუნებისა და მომავალი მოგზაურობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესახებ.

აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი ზამთარში

ყაზბეგის ეროვნული პარკი არაერთი საინტერესო ფაქტს ინახავს: მაგალითად იმას, რომ მყინვარის თეთრი მწვერვალი ალპების მონბლანზე მაღალია ან იმას, რომ თრუსოს ხეობა, თერგს მიუყვება და არაერთ უნიკალური მინერალური ტბას მოიცავს.

ყაზბეგის ეროვნული პარკის უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტში ერთმანეთს მაღალი მთები და გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობები მეზობლობენ. აქაურობის აღმოჩენა, მართლაც, უსასრულო პროცესია.
პარკი 2007 წელს შეიქმნა 1976 წელს დაარსებული ნაკრძალის საფუძველზე. მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ალპურია, ყველაზე დაბალი წერტილი კი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.

მაღალმთიან რეგიონში ზამთარი განსაკუთრებით მკაცრი და თან ამასთან, ძალიან მისტიკურია. თოვლში ჩაძირული ლანდშაფტი აღმოჩენის პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ველზე პარკის რეინჯერები ზრუნავენ.

რა უნდა ნახოთ ყაზბეგის პარკში?

ყაზბეგის პარკი გამოირჩევა არა მხოლოდ უნიკალური ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, არამედ ვიზიტორებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ადგილობრივი ხევის წეს-ჩვეულებებს, მოხევეების ცხოვრების სტილსა და განსაკუთრებულ ტრადიციებს.

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა ვიზიტორთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღმოჩენებით სავსე მიმართულებაა. ხეობა მდინარე თერგს მიუყვება და ცნობილია ფერადი ტრავერტინებით, მინერალური წყაროებით, ალპური ლანდშაფტითა და ისტორიული ნასოფლარებით. თრუსოს მინერალური წყლები რკინითაა გაჯერებული და მიწას მოწითალო, ნარინჯისფერ ელფერს აძლევს, რაც ხეობას თითქმის არარეალურ იერს ანიჭებს. ეს წყაროები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

დარიალის ხეობა

დარიალის ხეობა ყაზბეგის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სივრცეა. აქ ვიწრო კანიონები, ციცაბო კლდეები და მოულოდნელად გადაშლილი თვალწარმტაცი ხედები ერთმანეთს დინამიკურად ცვლის.

ისტორიულად დარიალი საქართველოს კარიბჭედ მიიჩნეოდა და კავკასიას ჩრდილოეთს აკავშირებდა.

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ხეობაში დიდი და პატარა ჩანჩქერის მონახულება მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი საფეხმავლო მარშრუტით არის შესაძლებელი. ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკი ვიწრო ხეობაში გადის, სადაც მაღალი კლდეები და ხმაურიანი ნაკადულები გაგაცილებენ.

ზამთარში გველეთის ჩანჩქერი სრულიად სხვა განზომილებაში გადადის – ხელოვნების ნიმუშად იქცევა, სადაც ყინვა და წყალი მთავარი მოქანდაკეები ხდებიან. თუ გაგიმართლებთ, გზად ხეობის ციცაბო კლდეებზე მობინადრე ჯიხვებსაც შეგიძლიათ, შეავლოთ თვალი.

ადგილობრივი სამზარეულო

ტრადიციული კერძების გარეშე მაღალმთიანი რეგიონის აღმოჩენა შეუძლებელია. თან, ყაზბეგის მთებში გატარებული თოვლიანი ცივი დღის მოხეური ხინკლის, მხლოვანის, ხაბიზგინას და სხვა ადგილობრივი კერძების დაგემოვნების გარეშე დასრულება, ცოტა რთული წარმოსადგენია.

ბოლოს კი…

ყაზბეგის ეროვნული პარკის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც პასუხისმგებლობიანი მოგზაურობით იწყება და მხარდაჭერის მრავალ სხვა ფორმას აერთიანებს.

საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან პარტნიორობით დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უნიკალურ ეკოსისტემებზე გაფრთხილებით კი შესაძლებელი ხდება იმ სივრცეების შენარჩუნება, სადაც აღმოჩენები არასდროს სრულდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Rolf Deckenkonstruktionen-ის შეფასება 2025 წელზე და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან

02.02.2026.14:00

2025 წელი ჩვენი საწარმოსთვის ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს უჯრედული ჭერების მწარმოებელი საწარმოს Rolf Deckenkonstruktionen -ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.

- როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი ჩვენი საწარმოსთვის ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი იყო. გარდა დასახული მიზნებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმისა, მრავლად იყო როგორც აღიარების ასევე წინა წლებში ჩვენს მიერ გაწეული შრომის დაფასების ფაქტები. 2025 წელს გადმოგვეცა N1 ოქროს ბრენდის ჯილდო ჩვენს სექტორში, ასევე მონაწილეობა მივიღეთ უამრავ საერთაშორისო გამოფენაში, სადაც თვალნათლივ დადასტურდა მომხმარებელების ნდობა ჩვენი ბრენდისა და ხარისხის მიმართ. 2025 წლიდან უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ROLF-ის საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლით სახელდება ისეთი მსოფლიო ბრენდების ხუთეულში, როგორებიცაა Durlum, AMF და Hunter & Douglas.

გასულ წლებში ჩვენს მიერ ქართული სამშენებლო სექტორის სწორი და მიზანმიმართული ინფორმირების შედეგად 2025 წლის ბოლოს ჩვენს პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაჩნდა საჭიროება წარმადობის გაზრდის, რომელიც მანამდე ჩვენს 5 წლიან სტრატგიული განვითარების გეგმაში არ გვქონდა გათვალისწინებული. ამასთან გაჩნდა ასორტიმენტის ზრდის საჭიროებაც და დღეის მდგომარეობით, ვაწარმოებთ და მომხმარებლებს ვთავაზობთ 900-ზე მეტი მოდელის სახეობის, ფერისა და ზომის შეკიდულ ჭერებს.

2025 წლის ოქტომბერში ჩვენი კომპანიის სამუშაო ჯგუფი მიწვეული იყო თურქეთში, სადაც შევხვდით მეტალის შეკიდული ჭერების მწარმოებელ 5 ძირითად კომპანიას. გავუზიარეთ ჩვენი საწარმოო გამოცდილება და 2 მათგანთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის იმპლემენტაციაც 2026 წლის მარტიდან იგეგმება. აღმოჩნდა რომ, თურქული ბაზარი გაჯერებულია შედარებით დაბალხარისხიანი ბიუჯეტური პროდუქციით, რის გამოც მაღალი ხარისხის მსურველ დამკვეთებს პროდუქციის იმპორტი უწევთ ევროპული ქვეყნებიდან. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მოიაზრებს ჩვენი პროდუქციის ექსპორტს თურქეთში იმ დამკვეთებისთვის, რომლებიც ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს მიერ მოხდება მათი პროდუქციის იმპორტი იმ ქართველი მოხმარებლებისთვის, რომელთათვისაც ბიუჯეტია უფრო მნიშვნელოვანი.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წლის პრიორიტეტად დასახული გვაქვს 5 მიმართულება:

1) საექსპორტო მიმართულების მაქსიმალური სტიმულირება;

2) დამატებით ახალი საწარმოს D სექტორის მშენებლობა, რომელიც წინა 3 სექტორთან შედარებით 3-ჯერ დიდი იქნება. აღნიშნული სექტორის ძირითადი მიმართულება შედარებით ბიუჯეტური კომერციული ჭერების წარმოება იქნება;

3) საწარმოო ხაზების სრული გეგმიური გადაიარაღება და საწარმოო ხაზების რეგიონალური სერვის ცენტრისა და ლაბორატორიის მოწყობა;

4) სანათების წარმოება;

5) ბაზრის ტექნიკური ინფორმირებულობის მასშტაბური კამპანია, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხობრივი შედარება.

2026 წელი ჩვენი კომპანიის პირველადი განვითარების სტრატეგიული გეგმის ფინალური ფაზაა. დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელების შემდეგ, წლის ბოლოდან უკვე განვიხილავთ ROLF-ის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რაც კომპანიის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ამასთან ვფიქრობთ წლის ბოლოდან ROLF -ის ფრანჩაიზის მიმართულების განვითარებას, ძირითადად აშშ-ს და რამდენიმე მაღალშემოსავლიანი აზიური ქვეყნების მიმართულებით. დეტალურ პრეზენტაციას აღნიშნული პროექტების შესახებ 2026 წლის სექტემბერში გავაკეთებთ და 2027 წლიდან შევუდგებით განხორიციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა