აღდგენილი საბაგირო, ახალი კვების სივრცე ფუდკორტი, თოკების ქალაქი - მთაწმინდის პარკი ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება
მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მენეჯერმა ეთო გიგიაძემ განაცხადა, საბაგიროსთან ერთად პარკს შეემატა სრულიად ახალი კვების სივრცე ფუდკორტი.
„მთაწმინდის პარკის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რუსთაველის გამზირისა და პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენაა, რაც როგორც მთაწმინდის პარკისთვის, ასევე დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელობისაა.
საბაგიროსთან ერთად პარკს შეემატა სრულიად ახალი კვების სივრცე ფუდკორტი, რომელშიც გაერთიანებულია კვების რამდენიმე ობიექტი. აღსანიშნავია, რომ ფუდკორტი ძალიან დახვეწილი და კომფორტუილი გარემოა ვიზიტორებისთვის, გემრიელი კვების გარდა აქ მოსული სტუმარი შეძლებს დაისვენოს და განიტვირთოს ულამაზეს გარემოში, სუფთა ჰაერზე. მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველიდან ფუდკორტში მოხვედრა საბაგიროთი სულ რაღაც 4-5 წუთშია შესაძლებელი“, - აცხადებს ეთო გიგიაძე.
მისივე თქმით, წელს საოჯახო ზონაში არსებულ ატრაქციონებს შეემატა ძალიან საინტერესო სივრცე - თოკების ქალაქი, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკი ფუნქციონირებს ყოველდღე და მოიცავს სამ ზონას: საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ასაკის ვიზიტორი შეძლებს გაერთოს და ემოციებით სავსე დღე მოიწყოს.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთაწმინდის პარკი მასშტაბური ღონისძიებების და ფესტივალების იდეალური სივრცეა და მიმდინარე სეზონზე აქ უკვე გაიმართა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ღვინის, ცქრიალა ღვინის და ყველის ფესტივალები. ასევე, მასშტაბურად აღინიშნა 1 ივნისი.
ცნობისათვის, 13 ივლისს მთაწმინდის პარკი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, ნაყინის ფესტივალს უმასპინძლებს, ხოლო 18,19 და 20 ივლისს კი ლუდის ფესტივალს.
მომდევნო პერიოდებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვიზიტორებს შეუძლიათ პარკის სოციალურ ქსელებში.
https://www.facebook.com/Mtatsminda.Park
https://www.instagram.com/mtatsmindapark/
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.14:00
ივლის-აგვისტოში Dona Bakeshop & Cafe-ში გაყიდვების ზრდას ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერმა თამილა ბეჟანიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისს გაყიდვებით გასული წლის ივნისი სჯობდა.
„ტურისტული სეზონი ჯერჯერობით კალენდრულად დაიწყო. გაყიდვების, ხალხის მოძრაობის მხრივ სეზონის დაწყება ჯერჯერობით დიდად არ იგრძნობა. ანუ გასული წლის ივნისი ბევრად უფრო აქტიური იყო, ვიდრე მიმდინარე წლის ივნისი.
გათვლები, მოლოდინები და მზაობა დატვირთული სეზონისთვის გაქვს. ამბობდნენ, რომ წლევანდელი ზაფხული უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, ვიდრე გასული წლის ზაფხული. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ამინდების დასტაბილურებასთან ერთად ზაფხულის აქტიური სეზონიც დაიწყება. რეალურად ამინდიც არ გვიწყობს ხელს, შედარებით გრილი ივნისი გვქონდა და ბათუმში ასეთ ივნისს მიჩვეული არ ვიყავით.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ რეგიონში ვართ, ჩვენს ობიექტს ტურისტულ ობიექტს მაინც ვერ ვუწოდებთ, რადგანაც 70%-ზე მეტი ადგილობრივი მომხმარებელია. რა თქმა უნდა შემოდინებული ტურისტი პირდაპირ აისახება გაყიდვებზე და ეს მაჩვენებლები ივლის-აგვისტოში მნიშვნელოვნად იზრდება. ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად იზრდება საცალო ნამცხვრებზე მოთხოვნა, რადგანაც დასასვენებლად ჩამოსული ადამიანი დიდ ტორტებს და კორპორატიულ შეკვეთებს ნაკლებად აკეთებს. შესაბამისად ველოდებით უფრო გაზრდილ მოთხოვნას საცალო პროდუქციაზე“, - აცხადებს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
მისივე თქმით, კლებაა კორპორატიული შეკვეთების მხრივაც, თუმცა თამილა ბეჟანიძის თქმით, კორპორატიულიდან კლება საცალო გაყიდვების ზრდის ფონზე დაბალანსდა.
Dona Bakeshop & Cafe დღეისათვის ბათუმში 3 ფილიალს აერთიანებს, მიმდინარე წელს ქსელის გაფართოება არ იგეგმება.
Dona Bakeshop & Cafe-ს მაგალითზე ყველაზე გაყიდვადი პერიოდი ზაფხულია, თუმცა წლის სხვა პერიოდებშიც კომპანია აქტიურად ცდილობს, რომ ის თამასა რაც აქვს არ დაწიოს.
Dona Bakeshop & Cafe-ს პირველი ფილიალი ბათუმში 2003 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.