მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

news image
mbc image

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში, უკვე ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარჯვენასანაპიროზე 2000 ნერგი დაირგო. აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავს და დაახლოებით 300 ჰექტარს შეადგენს. მდინარის მიერ ჭალის ტყის გავლით მოტანილ ჰაერის ნაკადს რუსთავის ინდუსტრიული ზონის განიავების ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა ეკოსისტემა განადგურდა. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

გარემოს დაცვა სტრატეგიული მიმართულებაა „თეგეტა მოტორსისთვისაც“, სწორედ ამიტომ კომპანია პროექტ „ნაპირზე“-ს მხარდამჭერია და გამწვანების მასშტაბურ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. მხარდაჭერის პარალელურად პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის „ნაპირზე“ შესახებ ინფორმაცია დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც არის განთავსებული და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოს დაცვითი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევენ და სხვადასხვა ინიციატივის ავტორები არიან. ჩვენ Tegeta.care-ის პარტნიორთან, პროექტთან „ნაპირზე“ უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. სწორედ ამ თანამშრომლობის საერთო აქტივობაა გამწვანების მასშტაბური აქცია. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს მტკვრის ჭალას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროექტში ჩართულიყვნენ  და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვაში. ამ გზით ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ასევე ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქ რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში“.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართულებით. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა მოირღვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება და გვიხარია, რომ აღნიშნულ პროექტში ვერთვებით. 

ზოგადად, „თეგეტა გრინ პლანეტის“  პროფილი სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვერთვებით ისეთ ინიციატივებში, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს“.

ჭალის აღდგენის პირველი ეტაპი ქალაქში მდინარისპირა ტყის გაშენებას გულისხმობდა. პირველი საველე გასვლები და აქტივობები, მოხალისეებთან ერთად, 2023 წლის გაზაფხულიდან დაიგეგმა.ამჯერად გამწვანების მასშტაბურ აქციაში 150 მოხალისე ჩაერთვo, ადგილობრივი სკოლებიდან და ქვემო ქართლის სკაუტების ორგანიზაციიდან.

დათა ცინცაძე, პროექტის „ნაპირზე“ თანაავტორი: „პროექტი 6 მეგობრის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენ რუსთავში გავიზარდეთ და კარგად ვაცნობიერებთ რეალობას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში შეიქმნა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ჭალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. გვსურდა, თითოეულ მოქალაქემდე მიგვეტანა ინფორმაცია რუსთავის ჭალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.  ადგილობრივი ეკოსისტემა დაირღვა და ქალაქმა გაწყვიტა კავშირი ამ უნიკალურ ტერიტორიასთან. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ კავშირის აღდგენაა.

ამჯერად დავრგეთ დამატებით 2000 ხე. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსი“ აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი კომპანია კერძო სექტორიდან, რომელმაც პარტნიორობის სურვილი გამოთქვა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად იტვირთა“.

პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის გამწვანებასთან ერთად, მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ფართომასშტაბიან ჩანაფიქრზე პროექტის „ნაპირზე“ შემქმნელები საერთაშორისო პარტნიორებთან, მკვლევრებთან და მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში კი კერძო სექტორის ჩართვა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რათა  გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

20.08.2026.18:57

საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.

Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.

"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა