მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

ადგილზე მომსახურება და პერსონალური ასისტენტი - იუსტიციის სახლის შეთავაზება ბიზნესს

news image

იუსტიციის სახლი ბიზნესს სპეციალურ მომსახურების პაკეტებს სთავაზობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, სტარტაპებისთვის გათვალისწინებულია სამთვიანი პაკეტი, უფრო ხანგრძლივი ექვსთვიანი პაკეტი უკვე განვითარების პროცესში არსებულ კომპანიებს შეესაბამება, ხოლო ერთწლიანი პაკეტი მოიცავს ადგილზე გასვლის სერვისს, რაც ბიზნესს კომფორტულ გარემოში სთავაზობს ყველა აუცილებელ სერვისს, მათ შორის საჯარო რეესტრის მიმართულებით.

„როცა ვსაუბრობთ ბიზნესასისტენტის პროექტზე და იმ პაკეტებზე, რომელსაც ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ, აქ რამდენიმე მიმართულება ჩამოგვიყალიბდა. და ეს მიმართულებები ჩამოყალიბდა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბიზნესს, რომელიც ახლა იწყებს ოპერირებას, მას შეუძლია თუნდაც აიღოს სამთვიანი პაკეტი, დაასრულოს ყველა ის ძირითადი ოპერაცია, რომელიც სტარტაპისთვის არის საჭირო და მერე დამოუკიდებლად გააგრძელოს ოპერირება, იმიტომ რომ ბიზნესს თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სახლებით და იქ მიიღოს ყველა სერვისი. ასევე არსებობს ექვსთვიანი პაკეტი ბიზნესისთვის, რომელიც შედარებით უფრო ხანგრძლივია, ბევრად უფრო დატვირთულია იმ აქტივობებით, რომელსაც სთავაზობს მას იუსტიციის სახლი. და ყველაზე ისეთი მსხვილი პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს, ეს არის ერთწლიანი პაკეტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს თუნდაც ისეთ მომსახურეობას, როგორიც არის ადგილზე გასვლის მომსახურეობა. ანუ ბიზნესს არ სჭირდება იუსტიციის სახლში შესაბამის სივრცეში მოსვლა, მას შეუძლია თავისი ასე ვთქვათ ასისტენტი, რომელიც მასზეა მიმაგრებული დაიბაროს თავისთან ოფისში და იქ გააკეთოს განაცხადი. ასე რომ, ამ პროექტის და ამ პაკეტების არსებობის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ვამყოფოთ ბიზნესი, იმიტომ რომ სერვისი, რომელიც დაკავშირებულია თუნდაც საჯარო რეესტრის მიმართულებასთან, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ამ სერვისებზე წვდომა და მარტივი წვდომა ბუნებრივია ბიზნესს ხელს უწყობს განვითარებაში“, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იუსტიციის სახლი აქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან - ვახტანგ ჟვანია

23.03.2026.11:30

იუსტიციის სახლი ბიზნესის მხარდაჭერას ბიზნესასისტენტის პროექტით აძლიერებს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია რამდენიმე ათეული კომპანია, პროექტი კი მიზნად ისახავს ბიზნესისთვის დროის დაზოგვასა და სერვისებზე მარტივი წვდომის უზრუნველყოფას.

„იუსტიციის სახლი არის ის დაწესებულება, რომელსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან და ჩვენ არაერთი შეხვედრა დაგვიორგანიზებია, სადაც ხდება განხილვა იმ საკითხების, რაც აწუხებს ბიზნესს. ბუნებრივია, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დრო. აქედან გამომდინარეც გაჩნდა ბიზნესასისტენტის პროექტის არსებობის საჭიროება. ჩვენ პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ახლა უკვე ჩავუშვით ეს პროექტი. რამდენიმე ათეული კომპანია არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. მათგან, რა თქმა უნდა, გვაქვს უკუკავშირი და ამ უკუკავშირის საფუძველზე ხდება ამ პროექტის დახვეწა და სრულყოფა, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტმა გაამართლა, იმიტომ რომ ორიენტირებულია ბიზნესის ინტერესების დაცვაზე. უზოგავს დროს და აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ ძალიან მარტივად ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. ბუნებრივია ეს არ გახლავთ ბოლო წერტილი ჩვენი ამ მიმართულებით განვითარებისა. უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა დაიგეგმება სხვა შეხვედრები ბიზნესთან, იქ იქნება განხილული თუნდაც ბიზნესასისტენტის პროექტი და ასევე სხვა საჭიროებებზე გვექნება საუბარი და ბუნებრივია ამის საფუძველზე იუსტიციის სახლი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა