მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.3
0.0033
flag
AZN 1.5938
-0.0003
flag
CNY 38.041
-0.0036
flag
EUR 3.1407
-0.0068
flag
GBP 3.6085
-0.0175
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0
flag
USD 2.7105
-0.0005

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების 15%-იანი ზრდა – როგორ აფართოებს „ხომლი“ წარმოებას და ექსპორტს

news image

სუნელ-სანელებლების ქართული ბრენდი ხომლი • Khomli, რომელსაც კომპანია „ფარკონი“ აწარმოებს, გაყიდვების ზრდაზე აცხადებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანია „ფარკონის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მამუკა ალფაიძემ განაცხადა, ადგილობრივ ბაზარზე „ხომლის“ გაყიდვები 2025 წელს 15%-ით არის მომატებული.

დღეისათვის, „ხომლი“ ქვეყნის მასშტაბით 700-მდე მაღაზიაში იყიდება, მათ შორის - ქსელურ სავაჭრო ობიექტებში, როგორიცაა „კარფური“, „ბილიონი“, „ფემილი“ და სხვები.

„რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, „ხომლის“ ბრენდით სუნელები გაგზავნილი გვაქვს ავსტრიაში, ისრაელში, ფინეთში, კანადაში და აშშ-ში. თუმცა ეს მცირე მოცულობის საცდელი პარტიებია. უკვე აქტიურად ვეძებთ დიდ პარტნიორებს, რათა ექსპორტზე „ხომლი“ უფრო ფართო მასშტაბით გავიტანოთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და დეტალები ჯერ საბოლოოდ არ არის შეთანხმებული,“ - განმარტავს მამუკა ალფაიძე.
ამ დროისთვის „ხომლის“ ბრენდი დაახლოებით 70-მდე სახეობის სუნელ-სანელებელს აერთიანებს.

„შეფუთვის ახალი დიზაინით „ხომლი“ უკვე გამოჩნდა მაღაზიებში. ამასთანავე, ვმუშაობთ ახალი პროდუქტების დანერგვაზე. ახლახან გამოვუშვით ხმელი პომიდვრის ჩიფსები ბაზილიკითა და ნივრით, რომელიც სავარაუდოდ, გაყიდვაში ახალ წლამდე შევა. აღნიშნული სუნელის გამოყენება შესაძლებელია პიცაზე, სუპებში და სხვა კერძებში. გვაქვს სხვა სიახლეებიც, რომელზეც გარკვეული ექსპერიმენტები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ჯერ არ გვინდა დეტალების გასაჯაროება,“ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

„ხომლის“ პორტფელოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: სვანური მარილი, მშრალი აჯიკა, შავი წიწაკა, უცხო სუნელი და ხმელი სუნელები.

კომპანია „ფარკონი“ სუნელებს ქუთაისში მდებარე საწარმოში აწარმოებს და, მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის ფონზე, წლიდან წლამდე პროდუქციის წარმოებას საშუალოდ 15-20%-ით ზრდის.

დღესდღეობით კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 50% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი 50% ექსპორტზე გადის.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22.10.2025.17:45

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო.

თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე

მომავლის პროფესიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა და კომაროვის სკოლამ, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადის პროექტი შექმნა.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ  ბმულს. 

ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს. 

თუ ხარ სტუდენტი, არ გამოგრჩეს შესაძლებლობა, მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 350-ს აჭარბებს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

თუ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივის ფარგლებში გაიარე კურსი ქალებისთვის, პროფესიულ აკადემიაში

საქართველოს ბანკი ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI), აძლევს შესაძლებლობას, ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის 6 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში.

AI სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.

აღმოაჩინე შენზე მორგებული სასტიპენდიო პროგრამები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა