ADB ზრდის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ პროგნოზს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მიმდინარე და მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის, რაც განპირობებულია მოსალოდნელზე ძლიერი ექსპორტითა და შემცირებული სავაჭრო გაურკვევლობით, აშშ-სთან რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების დასრულების შედეგად.
მედეგმა ექსპორტმა, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისა და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტებისა, ინფლაციის შემცირებამ და სტაბილურმა ფინანსურმა პირობებმა რეგიონის ზრდის პერსპექტივა გააძლიერა. ინდოეთში მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის ფონზე, რეგიონის ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 5.1%-ით გაიზრდება, სექტემბრის 4.8%-იან პროგნოზთან შედარებით, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის დეკემბრის პუბლიკაციაში. მომავალი წლის პროგნოზიც 0.1%-ით გაიზარდა და 4.6%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.