ADB-მ დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის სესხი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით
მანილა, ფილიპინები (16 აპრილი, 2025) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის სესხი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
ADB-ის „ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის“ ფარგლებში ბანკი საქართველოს დაეხმარება შექმნას ქვეყანაში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური და შეისწავლოს მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობები.
პროექტი გააუმჯობესებს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის შესაძლებლობებს უფრო დიდი მოცულობის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის. თბილისთან ახლოს, ქსანში მდებარე ქვესადგურში 200მეგავატიანი/200მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატებით. ობიექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის მონაწილეობის შესაძლებლობებს.
„ADB საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორია და მხარს უჭერს ქვეყნის ენერგოსექტორის გაძლიერებას,“ — განაცხადა ADB-ის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა. „ახალი პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ. განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალითა და ამბიციური განვითარების მიზნებით, საქართველო მზად არის მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს საკუთარი განახლებადი რესურსებიდან.“
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, ნალექიანობისა და წყლის ხელმისაწვდომობის ცვლილება სერიოზულ რისკებს უქმნის ჰიდროენერგიას, რომელზეც საქართველოს ენერგოსექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა სააკუმულატორო ქვესადგური და მწვანე წყალბადი, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების რისკების დაძლევისა და მოსახლეობისთვის მდგრადი ენერგიის მიწოდებისთვის.
ADB-მა ასევე დაამტკიცა 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით. გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას.
„ჩვენ ვხედავთ მწვანე წყალბადის განვითარების ძლიერ პოტენციალს საქართველოში,“ — განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის წამყვანმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა. „ზედმეტი ენერგია, რომელიც წარმოიქმნება პიკის სეზონებზე, შესაძლებელია გარდაიქმნას წყალბადად, შეინახოს და ასევე გაიყიდოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებზე, რაც გააძლიერებს საქართველოს ენერგოსისტემას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.“
პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც აუცილებელია სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის მსგავსი შენახვის ტექნოლოგიების ქსელში ინტეგრაციისთვის. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესში კერძო ინვესტიციების მოზიდვას და უფრო მასშტაბური სააკუმულატორო ქვესადგურებისა და მწვანე წყალბადის ობიექტების განვითარებას.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების, სუფთა ენერგიის ვაჭრობის რეგიონულ პლატფორმად ჩამოყალიბებისა და გადამცემი ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნებს, რაც ასახულია ADB-ის საქართველოსთან პარტნიორობის 2024–2028 წლების სტრატეგიაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი პროექტის განხორციელებასა და დაგეგმილი რეფორმების მონიტორინგზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმოქმედებს პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.
ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje