ADB-ის მმართველთა საბჭო წესდების შეცვლაზე შეთანხმდა, რაც ბანკის ოპერაციებს 50%-ით გაზრდის
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად შესაძლებელი გახდა ისტორიული ცვლილების რატიფიცირება. კერძოდ, ბანკის დამფუძნებელი წესდებიდან ამოღებული იქნება 12.1 მუხლი, რომელიც ადგენდა ბანკის დაკრედიტების ლიმიტს. ცვლილება საშუალებას მისცემს ADB-ის გაზარდოს სესხების მოცულობა 50%-ით, ანუ გადააჭარბოს 36 მილიარდ აშშ დოლარს ($), რათა დაეხმაროს განვითარებად წევრ ქვეყნებს რეგიონში განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გადაწყვეტაში.
„უაღრესად მადლიერი ვარ მმართველთა საბჭოს ყველა წევრის, ვინც ცვლილებას მხარი დაუჭირა," – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ვაფასებ იმ ღრმა ნდობას, რაც ADB-სა და ჩვენი საქმიანობის მიმართ არსებობს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამ შეზღუდვის მოხსნით ADB შეძლებს ამბიციური გეგმის განხორციელებას გაზარდოს წლიური დაკრედიტება ისე, რომ კაპიტალის საერთო ზრდის ტვირთი აქციონერებს არ დააწვეს – რაც 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა."
სხვა სიახლეები
როგორ ცვლის Mastercard Corporate Card ბიზნეს მოგზაურობის გამოცდილებას საქართველოში
17.11.2025.15:19
დღეს, ბიზნეს მოგზაურობა დღეს აღარ არის მხოლოდ დამატებითი ვალდებულება — ეს არის სასიამოვნო გამოცდილება, სადაც დრო, კომფორტი და მოქნილობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ Mastercard-მა საქართველოს ბანკთან ერთად შექმნა Corporate Card — პრემიუმ ბარათი, რომელიც თქვენს სამსახურებრივ მარშუტებს უფრო მარტივს, დაცულსა და სასიამოვნოს ხდის.
Mastercard Corporate Card სრულად ცვლის წარმოდგენას იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს საქმიანი მოგზაურობა. ის აერთიანებს ფინანსურ მოქნილობას, გლობალურ პრივილეგიებსა და ისეთ მცირე დეტალებს, რომლებიც დიდ განსხვავებას ქმნის მაშინ, როცა დრო და ენერგია ყველაზე ძვირფასია.
სამოგზაურო თავისუფლება და დაცულობა
ფრენები, აეროპორტები, შეხვედრები — ამ ყველაფერს თან სდევს სტრესი და დაძაბულობა, მაგრამ Mastercard Corporate Card-ს ეს გამოცდილება სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.
• $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით გაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოგვარებადია.
• 1200-ზე მეტი VIP ლაუნჯი მსოფლიოს მასშტაბით ნიშნავს, რომ ბიზნეს მოგზაურობისას შეგიძლია იპოვო სიმყუდროვე — Wi-Fi, კომფორტული სავარძლები და საჭირო სივრცე, რათა იმუშაო ან უბრალოდ დაისვენო.
• პრიორიტეტული ჩასხდომა 70-ზე მეტ აეროპორტში (ექვსჯერ სრულიად უფასოდ) გიცავს რიგებისგან და გჩუქნის დროს, რომელიც სხვაგვარად დაკარგული იქნებოდა.
• Crisis24 Horizon პლატფორმა კი შენს უსაფრთხოებას მართავს რეალურ დროში, გაძლევს ინფორმაციას ადგილობრივ გარემოზე, ტრანსპორტზე ან უამინდობაზე — ყველაფერი, რაც დაგეხმარება იმოგზაურო მშვიდად და გააკეთო მეტი.
ფინანსური მოქნილობა ბიზნესის რიტმში
ბიზნესის სამყაროში დრო და სიმარტივე ფასდაუდებელია. Mastercard Corporate Card სწორედ ამ ორი პრინციპით არის შექმნილი.
• მულტისავალუტო ანგარიში გაძლევს საშუალებას, თავისუფლად იმოქმედო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მართო ტრანზაქციები მარტივად და გამჭვირვალედ.
• მაღალი განაღდების ლიმიტი ნიშნავს, რომ ყოველთვის გაქვს ფინანსური თავისუფლება და არ გიწევს შეზღუდვებზე ფიქრი.
• გამარტივებული ანგარიშსწორება და ხარჯების მონიტორინგი კი დაგეხმარება მართო როგორც შენი პირადი, ისე შენი კომპანიის ფინანსურ აქტივები — ერთი ბარათი, ერთი სისტემა, სრული კონტროლი.
ეს ბარათი შექმნილია იმისთვის, რომ ფინანსურმა პროცესებმა იმუშაოს შენთვის — და არა პირიქით.
გამოცდილება, რომელიც გემახსოვრება
Mastercard Corporate Card მხოლოდ პრაქტიკულობით არ შემოიფარგლება. ის ქმნის განცდას, რომ შენი შრომა და სტატუსი დაფასებულია.
• 4%-მდე ქეშბექი Booking.com-ზე – შენ მხოლოდ ჯავშნი, დანარჩენს ბარათი აკეთებს.
• 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე და Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ – როცა დრო შენი ყველაზე ძვირფასი რესურსია, ყოველი წამი და დეტალი მნიშვნელოვანია.
• Priceless Cities პლატფორმა — წვდომა ღონისძიებებზე, კულტურულ გამოცდილებებზე და თავგადასავლებზე, სადაც სამუშაო მივლინება შეიძლება გადაიქცეს დაუვიწყარ მოგზაურობად.
ახალი სტანდარტი ბიზნეს მოგზაურობაში
Mastercard Corporate Card აერთიანებს იმას, რასაც ხშირად ცალ-ცალკე ვეძებთ — მოქნილ ფინანსურ სისტემას, კომფორტულ მოგზაურობას და გლობალურ აღიარებას. ეს ბარათი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ცხოვრობენ მოძრაობაში, გეგმავენ წინასწარ და აფასებენ პატარა დეტალებს.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ.
Mastercard Corporate Card — როცა საქმიანი მოგზაურობა შენი კომფორტის ზონა ხდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bankofgeorgia.ge/en/business/cards/mastercard-business