„აა პლასტი“ წვეთოვანი სარწყავი სისტემების წარმოების ზრდას და ექსპორტზე გატანას განიხილავს
კომპანია „აა პლასტმა“, რომელიც ბაზარზე პოლიეთილენის წარმოებით გამოჩნდა მალე საკუთარი საქმიანობის დივერსიფიცირება მოახდინა, წარმოება გააფართოვა და სეგმენტი დაფარა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „აა პლასტისთვის“ იურისტმა მელიტა პატარიძემ განაცხადა, დღეს „აა პლასტი“ რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს პროდუქციას და საკმაოდ წარმატებულადაც ოპერირებს ბაზარზე.
„აა პლასტი“ ბაზარზე უკვე 18 წელია ოპერირებს. თავიდან დავიწყეთ პოლიეთილენის, პარკების წარმოება, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ სამომხმარებლო პარკები. საუბარი მაქვს ასევე გადახურვებისთვის საჭირო პარკების წარმოებაზე, სასათბურე პარკების, საჩითილეების დამცველი ფენების წარმოებაზე. რეალურად დღეს სოფლის მეურნეობის საჭირო პროდუქციის სრული სპექტრი იწარმოება ჩვენთან. კომპანიამ უკვე დაიწყო სარწყავი სისტემების წარმოება, საუბარი მაქვს ერთჯერად, წვეთოვან მილებზე. რომელიც არის ეკო პროდუქტი, რადგანაც არ არის პლასტმასა და არ არის ძვირადღირებული. ის არის ერთ წლოვანი წვეთოვანი სისტემა, რომელიც უმარტივებს გლეხს საქმიანობას, რადგანაც თავადაც შეუძლია ონკანთან შეერთება. ის აღებას აღარ საჭიროებს და ერთი წლის მერე თავადვე იშლება და დეგრადირდება. თანაც 3-4 ჯერ უფრო იაფია და უფრო მარტივია მისი გამოყენება. უკვე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია“, - აცხადებს მელიტა პატარიძე.
მისივე განმარტებით, კომპანია ასორტიმენტს ზრდაზე მუდმივად მუშაობს და „აა პლასტმა“ უკვე დაიწყო კანალიზაციისა და ცივი და ცხელის წყლის მილებს წარმოება.
„აა პლასტმა“ რეალურად რამდენიმე სეგმენტი გაშალა“, - ამბობს კომპანიის იურისტი.
აღსანიშნავია, რომ „აა პლასტი“ ექსპორტზეც გადის და პარკებს აშშ-სა და სომხეთში ყიდის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ამ ბაზრებზე თითქმის იგივე კანონმდებლობა და მოთხოვნებია, და სტანდარტების დაკმაყოფილება საკმაოდ მარტივად ხდება.
სამომავლო კი კომპანია წვეთოვანი სისტემების ექსპორტსაც განიხილავს.
„ამ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და საკმაოდ მაღალი ხარისხის მაქანა-დანადგარებით იწარმოება და შესაბამისად პროდუქციაც მაღალი ხარისხისაა“, - აცხადებს კომპანიის იურისტი.
შპს „აა პლასტი“ ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 2007 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის პირველადი ნედლეულის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთანავე, კომპანია ახორციელებს პოლიეთილენის ნედლეულის გადამუშავებასა და ნაწარმის ქართულ ბაზარზე რეალიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიეთილენის სფეროში „აა პლასტი“ ყველაზე მსხვილი მწარმოებელია შიდა ბაზარზე.
ხელმძღვანელობის მიერ გატარებულმა სწორმა მენეჯმენტმა და სახელმწიფოს მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ 2007 წლიდან მკვეთრად შემცირდა საქართველოში პოლიეთილენის მზა პროდუქციის იმპორტი და ამასთანავე, მკვეთრად გაიაფდა აღნიშნული პროდუქციის ფასებიც.
პროდუქციის წარმოება ხდება უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ნაკლოვანი პროდუქციის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.
კომპანია აქტიურად აწარმოებს პოლიეთილენის პროდუქტებს, ესენია: სასათბურე ფირები, სამედიცინო ხალათები, ნაგვის ჩანთები, Shrink Films, Stretch Films, პოლიეთილენის ჩანთები.
''აა პლასტის'' ერთ-ერთი და წარმატებული პროექტი ბიო პარკების წარმოებაა, რადგან ბიოდეგრადირებად პარკებს შეუძლია მრავალი სარგებლის მოტანა როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით ასევე ქვეყნის განვითარების მხრივაც. ბიოდეგრადირებადი პარკები დამზადებულია ბუნებრივი პროდუქტებისგან და არა ნავთობისგან. მისი წარმოებისას იხარჯება 65%-ით ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე პოლიეთილენის პარკების წარმოებისას. ბიოდეგრადირებადი პარკები ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას და არ აქვს უარყოფითი ეფექტი გარემოზე.
„აა პლატი“ აწარმოებს ასევე ერთჯერად, წვეთოვან სისტემებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია წვეთოვანი მორწყვა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების სიმცირე, სოფლის მეურნეობის წარმოების ინტესიფიკაცია და სასოფლო სამეურნეო სავარგულების დეგრადირება სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანი არის წვეთოვანი მორწყვაა.
“აა პლასტის“ ასევე მთავარი მიმართულებაა 20, 25, 32, 40, 50, 63, 75, 90, 110 დიამეტრის ევროპული სტანდარტის ცივი და ცხელი წყლისა და გაზის მაგისტრალური პოლიეთილენის და პოლიპროპილენის მილების და მათი მაკომპლექტებელი ფიტინგების ( სამაგრების, ხუფების , ქუროების,მუხლების და სამკაპების) წარმოების შექმნა, ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საჭირო პროდუქციის წარმოებისთვის ტექნოლოგიური გადაიარაღება და მომზადება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.08.2025.10:12
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა - „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა.
თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.
ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში - საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში - ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.
„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.