9 იანვარი - სტივ ჯობსმა მსოფლიოს პირველი iPhone წარუდგინა
2007 წლის 9 იანვარს სტივ ჯობსმა მსოფლიოს პირველი iPhone წარუდგინა. Apple-ის პირველი iPhone კომპანიის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა წარმოადგინა, ხოლო მოწყობილობა იმავე წლის 29 ივნისს გამოვიდა გაყიდვაში. Macworld-ის კონფერენციაზე თავად ჯობსმა iPhone-ს „რევოლუციური“ უწოდა.
ხაზის შემდეგი მოდელი იყო iPhone 3G, რომელიც 2008 წელს გამოუშვეს.
2008 წელს ასევე გაეშვა App Store - აპლიკაციების მაღაზია, საიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ როგორც Apple-ის, ისე მესამე მხარის მიერ შექმნილი აპლიკაციები.
2026 წელს კი მსოფლიო iPhone 18-ის მოლოდინშია.
სხვა სიახლეები
„მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია - მამუკა იმედაშვილი
09.01.2026.19:00
„ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, გაყიდვების კუთხით „მეტროპოლს“ ბაზრის 5% უკავია.
„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ანალიტიკას და შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს ჩვენი ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ. წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში იყო გარკვეული ტურბულენტობა, რასაც ცნობილ ფაქტორებიდან გამომდინარე გამოწვევებს ვეძახით, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და მგონია, რომ დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება.
რაც შეეხება ჩვენს წილს, როგორც ვაკვირდებით, დღეის მდგომარეობით „მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია. ანუ 2025 წელს თბილისში გაიყიდა დაახლოებით 350 ბინა, ხოლო ბათუმში - დაახლოებით 200, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15–20%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.