მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
-0.0023
flag
AZN 1.5943
-0.0006
flag
CNY 38.048
-0.003
flag
EUR 3.1197
-0.0034
flag
GBP 3.5448
-0.0159
flag
KZT 51.74
0.0022
flag
TRY 0.0644
-0.0001
flag
USD 2.7109
-0.0008

8 მონაწილე 7 გამოწვევა - საქართველოს ბანკის YouTube რეალითი შოუ “კრეატორის“ მეორე ეპიზოდი დაიდო

news image

საქართველოს ბანკი ქართველი კრეატორების მხარდასაჭერად პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს “კრეატორს” ახორციელებს. ინიციატივის მიზანი, საქართველოში YouTube სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერაა.

პროექტზე განაცხადების მიღება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა დამწყებმა კრეატორმა გამოთქვა. ჟიურის წევრებმა უკვე შეარჩიეს 25-მდე კონკურსანტი, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავიდა.

ახალი ეპიზოდი უკვე დაიდო, სადაც გაიგებთ რა დავალებას აძლევს ჟიური პირველ 8 მონაწილეს. თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე - არ გაჩერდე. 

ახალ ეპიზოდში „კრეატორის“ მონაწილეებს მენტორობას უწევს იუთუბერი ბასტო, რომელიც მათ რჩევებს აძლევს და ეხმარება პირველი დავალების შესრულებაში, რაც არის გაცნობითი ხასიათის ვიდეოს გადაღება. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ვიდეო, სადაც საკუთარ თავს გააცნობენ ჟიურის და მაყურებელს. შესრულებულ დავალებას უკვე რეალითი შოუს შემდეგ ეპიზოდში შეაფასებს ჟიური: ნიკა კაკოიშვილი (კაკო), დათო ალავიძე (ჰიტა) და მახარა (საეჭვო კაცი).

შეგახსენებთ, “კრეატორის” მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს.

„კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე ვერცხლის ჯილდო მიიღო

04.11.2025.17:16

საქართველოს ბანკმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჯერად, ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე, პროდუქტისა და სერვისის ინოვაციის კატეგორიაში, ვერცხლის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია წელს საბერძნეთში, ათენში გაიმართა.

Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციური გადაწყვეტებით საბანკო სექტორს გარდაქმნიან. კონკურსის მიზანია გამოავლინოს გამორჩეული ინიციატივები, რომლებიც მომავლის ბანკინგში ახალ სტანდარტს ქმნიან.

საქართველოს ბანკმა აღნიშნული ჯილდო მოიპოვა Ads მენეჯერის პლატფორმით – ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტით, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შექმნან შეთავაზებები და განათავსონ ისინი ბანკის ციფრულ არხებში, მათ შორის მობილბანკსა და sCoolApp-ში, სადაც ყოველთვიურად 1.7 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია. პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესის კომუნიკაციას მომხმარებლებთან. ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც შეთავაზების შექმნა, ასევე ვიზუალის შერჩევა, შედეგების გაზომვა და ანალიტიკის ნახვა. სწორედ ამ ინოვაციური მიდგომისა და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის წყალობით მიენიჭა საქართველოს ბანკს საერთაშორისო აღიარება.

„საქართველოს ბანკისთვის ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისკენ, ციფრული ეკოსისტემის განვითარებისა და მომხმარებელზე მორგებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ. საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის ერთობლივი ხედვისა და იმ ფასეულობების დამსახურებაა, რომელზეც ჩვენი საქმიანობაა დაფუძნებული. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 1 750 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის საბანკო სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ, ხოლო ბიზნესებისთვის ვიყოთ არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი, რომელიც ეხმარება და ხელს უწყობს მათი საქმიანობის განვითარებაში და ავტომატიზაციაში“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში” - განაცხადა  მაია გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა