მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

60%-მდე ფასდაკლება - გრანდიოზული საშემოდგომო აქცია „გორგიაში“

news image

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო-სარემონტო მასალების ქსელი „გორგია“ 60%-მდე საშემოდგომო ფასდაკლებას აცხადებს.

10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით, „გორგია“ გიწვევთ ისარგებლოთ განსაკუთრებული ფასდაკლებებით სამშენებლო და სარემონტო პროდუქციაზე. შეთავაზება მოქმედებს როგორც ქსელის ფილიალებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში - Gorgia.ge.

აქცია უნიკალური შესაძლებლობაა შეიძინოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.

ფასდაკლება 60%-მდე გელოდებათ „გორგიას“ მობილურ აპლიკაციაშიც - ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და გახადეთ შოპინგი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირე აქ

„გორგია“- ბაზარზე გამოირჩევა ფართო არჩევანითა და ხარისხიანი პროდუქციით.

ამიერკავკასიის მასშტაბით „გორგია“ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო მასალებს, სარემონტო და სარეკონსტრუქციო საშუალებებს, ხელსაწყოებს, ელექტრო და წყლის ინვენტარს და სხვა.

ქსელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღაზიათა ინფრასტრუქტურას, მომსახურების ხარისხს და კონკურენტულ ფასებს. „გორგია“ აქტიურად ავითარებს ონლაინ მაღაზიასა და მობილურ აპლიკაციას, რაც შოპინგს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში - ჯემალ ინაიშვილი

09.10.2025.19:00

EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. 


„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ  ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის  გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან,  კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

 "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა