მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

news image

500 Global in Eurasia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის მონაწილე სტარტაპმა, Helio AI-მ საერთაშორისო ფონდებისგან $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა.

Helio AI ქართული სტარტაპია, რომელიც კომპანიებს ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება.

Helio AI Recruiting Agent-ი რეკრუტერების ასისტენტია, რომელსაც იუზერის ბრძანებით ვაკანსიების შექმნა და სხვადასხვა არხებში განთავსება შეუძლია. აპლიკანტების ერთ სივრცეში მიღება და ავტომატური გადარჩევა, მათთან კომუნიკაცია, სრული შერჩევის პროცესის რეპორტინგი და ახლა უკვე ონბორდინგი - ერთი სივრციდან არის შესაძლებელი. პლატფორმა 2 წლისაა და მას უკვე 7 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს.

$1-მილიონიანი ინვესტიცია სტარტაპმა Seed Round-ში საერთაშორისო ფონდებისგან, SABAH.fund-ის ხელმძღვანელობით, DOMiNO Ventures, Axiom, Tetrad VC-ის და ანგელოზი ინვესტორის, Bas Godska-ს მონაწილეობით მიიღო.

ინვესტიცია გლობალურ ბაზრებზე კომპანიის აქტიურ ზრდას და მსოფლიოს მასშტაბით რეკრუტინგის პროცესების სრულიად გარდაქმნას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ ჰელიოს Pre-Seed რაუნდში მონაწილეობდნენ ანგელოზი ინვესტორი, თეიმურაზ ჯაში, საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი - აქსელი და 500 Global in Eurasia, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჰელიოს მიერ ტექნოლოგიის განვითარებასა და ზრდაში.

500 Global in Eurasia 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. მონაწილეები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, ამასთანავე, ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე

08.12.2025.15:41

ყოველდღიურ რუტინაში, ერთხელ მაინც გაგვივლია გულში, გვქონოდა საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი წამოგვეწყო. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ახალი სტარტაპის რეკლამა შეგვხვედრია და გაგვიფიქრებია: ეს იდეა ხომ მეც მქონდა?

მთავარი სირთულე მაინც ბიზნესის წამოსაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ამ დროს, ახალბედა მეწარმეებს უამრავი კითხვა  უჩნდებათ, ამ კითხვებზე სწორი პასუხები მათ შეცდომებისგან აზღვევს.  

მოდი, ვნახოთ, რა კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად დამწყები ბიზნესები.

 1.რა თანხაა საჭირო საქმის დასაწყებად?

ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, ინვესტიციის რაოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინო შემდეგი ხარჯები: ტექნიკა, ინვენტარი, რემონტი, მარკეტინგული და პირველი რამდენიმე თვის საოპერაციო ხარჯები. ბიზნესი პირველ 3–6 თვეს იშვიათად მუშაობს სრული დატვირთვით, ამიტომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

2.როდის ამოვიღებ ჩადებულ ფულს?

 ეს კითხვა ყოველთვის ლეგიტიმურია. თუ არ იცი, როდის ამოიღებ ფულს, შეიძლება საერთოდ ვერ ამოიღო. დავუშვათ, 20 000-ლარიანი დანაზოგით პოპულარული ყავის „დრაივი“ გახსენი. ცოტა ხანში კი ასეთი  შედეგი გაქვს - შემოსავალი 7 000 ლარი, ხარჯები (ქირა, პროდუქტი, კომუნალურები, თანამშრომელი) - 5 000 ლარი. გამოდის, რომ შენი წმინდა მოგება 2 000 ლარია.  ინვესტიციის ამოსაღებად კი ეს მარტივი ფორმულა გამოგადგება: ინვესტიცია თვიურ წმინდა მოგებაზე უნდა გაყო. შენს შემთხვევაში - 20 000/2000 =10 თვე.  გამოდის, რომ ჩადებულ თანხას 10 თვეში ამოიღებ, რეალური მოგება კი, ამის შემდეგ დაიწყება.

3.როგორ განვსაზღვრო პროდუქტის ან მომსახურების ფასი?

ჯერ, ზუსტად უნდა დაითვალო, რა გიჯდება შენი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა. ამაში შედის მასალა, დრო, შრომა, მიწოდება, კომუნალურები, მარკეტინგული ხარჯები. ეს თანხა იქნება ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც უბრალოდ ვერ ჩამოხვალ. შემდეგ კი  აუცილებლად ნახე, რა ღირს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე. კონკურენტების ფასი მოგცემს წარმოდგენას, თუ რა თანხის გადასახდელად არის მზად მომხმარებელი.  ბოლოს კი,  დაფიქრდი: რა ღირებულებას აძლევს შენი პროდუქტი მომხმარებელს. თუ უკეთეს შედეგს ან უფრო სწრაფ მომსახურებას აძლევ, შეგიძლია უფრო მაღალი ფასი დააწესო.

თუ კარგი იდეაც გაქვს, ბიზნესგეგმაც დაწერე და ბანკის მხარდაჭერის ეტაპამდე მიხვედი, აუცილებლად დაგაინტერესებს:

4.რას აქცევს ინვესტორი/ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას?

ინვესტორი და ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად სიცოცხლისუნარიანი, რეალისტურად დაგეგმილი და მართვადი არის შენი ბიზნესი. ფინანსური პროგნოზები უნდა იყოს ზუსტი და არგუმენტირებული, ხოლო ბიზნესმოდელი კი გასაგები და შემოსავლიანი. ამას შემდგომ ემატება გუნდის კომპეტენციაც. მარტივად: მათ სურთ დაინახონ, რომ შენი იდეა ნამდვილად იმუშავებს, შეძლებ ვალდებულებების შესრულებას და პროექტი გრძელვადიანად მომგებიანი იქნება.

5.Word-ის დოკუმენტი ჯობია თუ პრეზენტაცია (Pitch Deck)?

დამწყები ბიზნესისთვის Pitch Deck თითქმის ყოველთვის უფრო ეფექტიანია, რადგან დროის მცირე მონაკვეთში გსურს ინვესტორის დარწმუნება. Word-ის დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი მასალა, სადაც სრულად  ახსნი ტექნიკურ დეტალებს.

როგორც ხედავ, მარტო არ ხარ და მსგავსი და კიდევ უამრავი კითხვა ბევრ დამწყები ბიზნესის წარმომადგენელს უტრიალებს თავში. თუ ყურადღებით იქნები, ქალაქში მალე სხვა კითხვებზე პასუხებსაც ნახავ.

და, გახსოვდეს - თუ იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ.

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა