500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
საქართველოსა და რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირებისხელშეწყობის მიზნით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა უკვე მეათედ იმართება. ინიციატივა 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციისპროგრამას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც ისინი იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონემენტორებთან. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან ინსტრუმენტებს საკუთარი სტარტაპების სწრაფი ზრდის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მასშტაბირებისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ამასთანავე, მონაწილეებს ექნებათწვდომა 500 Global-ის საერთაშორისო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებას.
მეათე ნაკადში მონაწილეობას 6 ქვეყნის 10 სტარტაპი მიიღებს. მათ შორის არიან:
Cerberus - კიბერუსაფრთხოების სფეროს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევსკომპანიებს, აღმოაჩინონ კიბერ დაცვაში სუსტი მხარეები 100-ჯერ უფრო სწრაფად.
Clinovas - ჯანდაცვის სფეროსთვის შექმნილი ხელსაწყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითავტომატიზაციას უწევს კლინიკურ კვლევებში პაციენტების რეკრუტირებას. ამასთან, პაციენტების კვლევებთანშესაბამისობის დადგენას თვეების ნაცვლად რამდენიმე წუთში ახდენს.
ComplyBridge Inc. - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ახდენს ფინანსურიშესაბამისობის (compliance), ლიცენზირების, მომხმარებელთა ონბორდინგისა და იდენტობის ვერიფიკაციისავტომატიზებას.
MaiCall - MaiCall არის ხმოვანი AI აგენტი და ვერტიკალური SaaS პლატფორმა სესხების მართვისთვის, რომელიც ავტომატიზაციას უწევს ადამიანის-მსგავს კომუნიკაციას, რათა პროცესი გახდეს უფრო სწრაფი დაეთიკური.
Mybots.pro - Mybots ქმნის ინტელექტუალური AI აგენტების პლატფორმას - გაყიდვების წარმომადგენლებს, კონსულტანტებს, ანალიტიკოსებს და სხვა ტიპის AI აგენტებს - რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ბიზნესის - მცირე კომპანიებიდან მსხვილ კორპორაციულ კლიენტებამდე - ამოცანებსა და საჭიროებებზე.
Resti - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებსა და კაფეებსოპერაციების გამართულად მართვაში - HR-იდან და სახელფასო სისტემიდან დაწყებული, ფინანსებითა დაყოველდღიური ოპერაციებით დამთავრებული.
Whisperr - ავტონომიური AI პლატფორმა, რომელიც პროგნოზირებს მომხმარებლის გადინებას და მართავსპერსონალიზებულ ჩარევებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლის შენარჩუნება SaaS, ელექტრონული კომერციისა და სააბონენტო ბიზნესებისთვის.
CaseLens - ავტომატიზაციას უწევს ქეისების ანალიზს დოკუმენტებით დატვირთული არბიტრაჟისა დასამართალწარმოების პროცესებისთვის.
Evermuse - ეხმარება სწრაფად მზარდ SaaS გუნდებს პროდუქტის გადაწყვეტილებების „ბოთლნეკის“ გადალახვაში, მომხმარებელზე დაფუძნებული მიგნებების დროული მიწოდებით Slack-ში, Cursor-ში, Claude Code-ში, GitHub-ში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გუნდი მუშაობს.
Karpatia Benefits - საერთაშორისო თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდებისთვის შექმნილიბენეფიტების პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებულია ონლაინ სავაჭრო სივრცე, რომელიც ზრდისჩართულობას.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანითანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსისაქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის დაცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგისექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვეგადამზადდა 15-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებსმართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. 500 Global მჭიდროდთანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს გადაწყვეტილების მიმღებმხარეებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარებისშესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდდოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორისარის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
სხვა სიახლეები
გლობალური კომპანიების ჩართულობით, მოვამზადეთ არქიტექტურული კონცეფციები და ვახორციელებთ ამ პროცესების ზედამხედველობას, რათა ინვესტორმა შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ნებართვები - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
06.04.2026.19:20
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის გოჩა კამკიას განცხადებით, კომპანია საერთაშორისო პრაქტიკების ანალიზის საფუძველზე ტრანსფორმირდა და ამჟამად თავს არ წარმოადგენს მხოლოდ უძრავი ქონების გამყიდველად, არამედ ბიზნეს-კონცეფციების შემთავაზებელ პლატფორმად, რომელიც ინვესტორებს ამზადებს სრულად განვითარებულ პროექტებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ გეგმებს. რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტირების პროცესში საჭირო დროსა და ადმინისტრაციულ ბარიერებს.
„ამ საკითხს ორ ნაწილად დავყოფდი. პირველი ეხება ჩვენს სტრატეგიას - თუ როგორ წარვდგენილიყავით ამ უდიდეს საერთაშორისო კონკურენციაში. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ საერთაშორისო სისტემები, მათ შორის აბუ-დაბის ADIA-ს (Abu Dhabi Investment Authority), ინდონეზიის სუვერენული განვითარების ფონდისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტივობები. ამ სამი მსხვილი კორპორაციის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოვახდინეთ ჩვენი კომპანიის სრული ტრანსფორმაცია და საერთაშორისო ასპარეზზე განახლებული სტრატეგიით წარვდექით.
რას გულისხმობს ეს? ჩვენ არ ვპოზიციონირებთ, როგორც უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთების გამყიდველი კომპანია - ჩვენ ბიზნესკონცეფციების შემომთავაზებლები ვართ. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ვანითარებთ მსოფლიოში უნიკალურ პროექტს, ხოლო, მეორე მხრივ, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესგეგმები, რომლებიც დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია.
გლობალური კომპანიების ჩართულობით, ჩვენ მოვამზადეთ არქიტექტურული კონცეფციები და ვახორციელებთ ამ პროცესების ზედამხედველობას, რათა ინვესტორმა შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ნებართვები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თითოეულ საერთაშორისო ინვესტორს ვუზოგავთ დაახლოებით ორ წელიწადს - იმ დროს, რაც, ჩვეულებრივ, ნებისმიერ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პროცედურებს სჭირდება“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია ინვესტორებს სთავაზობს გამარტივებულ, „მზა გადაწყვეტილებებზე“ დაფუძნებულ ბიზნეს-მოდელს, რომელიც ამცირებს Due Diligence-სა და ბაზარზე შესვლის დროს, ხოლო საქართველოს პოზიციონირებას ახდენს როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველ განვითარებად ბაზარს, სადაც დაბალი ბიუროკრატია და საგადასახადო გარემო კონკურენტულ უპირატესობას ქმნის.
„პირდაპირ გეტყვით, მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი იშვიათად მოიძებნება. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ გვესმის ინვესტორების ენა და მათი მოლოდინები. ზუსტად ვიცით, რა ეკონომიკური თუ სამართლებრივი კითხვები უჩნდებათ მათ „დუ-დილიჯენსის“ (Due Diligence) პროცესში.
შესაბამისად, ჩვენ მათ მზა პასუხებითა და ე.წ. Off-the-shelf (უკვე რეგისტრირებული) კომპანიებით ვხვდებით. ვეუბნებით, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი - ქვეყანაში, სადაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, მშპ-ის მაღალი ზრდა და ბიზნესმეგობრული გარემოა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განვითარებადი ბაზრის ქვეყანა ვართ და არა განვითარებული. აქ ორი კომპონენტი უნდა გამოვყოთ: ინვესტორს ხშირად განვითარებულ ბაზარზე ურჩევნია თანხის დაბანდება, რადგან იქ სისტემები და სპეციალისტები უკვე ჩამოყალიბებულია. თუმცა, განვითარებადი ბაზარი მისთვის ყოველთვის უფრო მიმზიდველია მოგების მაღალი მარჟის გამო.
რატომ იკავებენ ხოლმე ინვესტორები თავს? განვითარებად ბაზრებზე, როგორც წესი, მაღალია ბიუროკრატია და კორუფციის რისკი, ასევე იგრძნობა სპეციალისტებისა და ინტეგრირებული სისტემების ნაკლებობა. ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის სწორედ ის არის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა ეს საკითხი მოგვარებულია. ჩვენი კომპანია აბსოლუტურად მზად არის - სამართლებრივი, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - უმასპინძლოს მსხვილ ბიზნესს. ამ ტრანსფორმაციული სტრატეგიით შევქმენით კონკურენტული უპირატესობა, რაც განაპირობებს კიდეც იმ პროგრესსა და შედეგებს, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ“, - განმარტავს კამკია.