მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება - Demo Day გაიმართა

news image

500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით, რეგიონში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის 500 Global in Eurasia-ს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება, Demo Day გაიმართა

Demo Day შესაძლებლობაა სტარტაპებისთვის, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ღირებული კავშირები, რომელიც მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება

აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის სტარტაპები 12 კვირის განმავლობაში ემზადებიან - მენტორებთან ერთად მუშაობენ ბიზნეს იდეის გამართვაზე, ინვესტორებისა და ფონდების მოზიდვის, საკუთარი ბიზნესის სწრაფად ზრდისა და განვითარების სტრატეგიაზე.

წელს 500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილეობა 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა მიიღო,  Demo Day-ზე კი აუდიტორიას საკუთარი ბიზნესი 6-მა სტარტაპმა გააცნო და მიიღო ინვესტიცია

Demo Day-ზე მონაწილე სტარტაპებს შორის იყვნენ:

Cuid - ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას ბიზნესებისთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის.

Evolve - ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.

Aspis - შეიქმნა DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis-ი არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.

Quissly - ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.

Aino - Aino prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმაა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების გარეშე.

Faqtor - იყიდე ახლა, გადაიხადე მერეგადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia 12 კვირიანი, სტარტაპების გადამზადების ინტენსიური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა იმ საჭირო უნარს და იძენენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარება. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტმა სტარტაპმა

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

19.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა