500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება - Demo Day გაიმართა
500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით, რეგიონში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის 500 Global in Eurasia-ს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება, Demo Day გაიმართა.
Demo Day შესაძლებლობაა სტარტაპებისთვის, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ღირებული კავშირები, რომელიც მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.
აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის სტარტაპები 12 კვირის განმავლობაში ემზადებიან - მენტორებთან ერთად მუშაობენ ბიზნეს იდეის გამართვაზე, ინვესტორებისა და ფონდების მოზიდვის, საკუთარი ბიზნესის სწრაფად ზრდისა და განვითარების სტრატეგიაზე.
წელს 500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილეობა 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა მიიღო, Demo Day-ზე კი აუდიტორიას საკუთარი ბიზნესი 6-მა სტარტაპმა გააცნო და მიიღო ინვესტიცია.
Demo Day-ზე მონაწილე სტარტაპებს შორის იყვნენ:
Cuid - ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას ბიზნესებისთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის.
Evolve - ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.
Aspis - შეიქმნა DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis-ი არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.
Quissly - ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.
Aino - Aino prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმაა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების გარეშე.
Faqtor - იყიდე ახლა, გადაიხადე მერე – გადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia 12 კვირიანი, სტარტაპების გადამზადების ინტენსიური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა იმ საჭირო უნარს და იძენენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარება. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტმა სტარტაპმა.
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.14:00
ივლის-აგვისტოში Dona Bakeshop & Cafe-ში გაყიდვების ზრდას ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-სთან Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერმა თამილა ბეჟანიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისს გაყიდვებით გასული წლის ივნისი სჯობდა.
„ტურისტული სეზონი ჯერჯერობით კალენდრულად დაიწყო. გაყიდვების, ხალხის მოძრაობის მხრივ სეზონის დაწყება ჯერჯერობით დიდად არ იგრძნობა. ანუ გასული წლის ივნისი ბევრად უფრო აქტიური იყო, ვიდრე მიმდინარე წლის ივნისი.
გათვლები, მოლოდინები და მზაობა დატვირთული სეზონისთვის გაქვს. ამბობდნენ, რომ წლევანდელი ზაფხული უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, ვიდრე გასული წლის ზაფხული. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ამინდების დასტაბილურებასთან ერთად ზაფხულის აქტიური სეზონიც დაიწყება. რეალურად ამინდიც არ გვიწყობს ხელს, შედარებით გრილი ივნისი გვქონდა და ბათუმში ასეთ ივნისს მიჩვეული არ ვიყავით.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ რეგიონში ვართ, ჩვენს ობიექტს ტურისტულ ობიექტს მაინც ვერ ვუწოდებთ, რადგანაც 70%-ზე მეტი ადგილობრივი მომხმარებელია. რა თქმა უნდა შემოდინებული ტურისტი პირდაპირ აისახება გაყიდვებზე და ეს მაჩვენებლები ივლის-აგვისტოში მნიშვნელოვნად იზრდება. ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად იზრდება საცალო ნამცხვრებზე მოთხოვნა, რადგანაც დასასვენებლად ჩამოსული ადამიანი დიდ ტორტებს და კორპორატიულ შეკვეთებს ნაკლებად აკეთებს. შესაბამისად ველოდებით უფრო გაზრდილ მოთხოვნას საცალო პროდუქციაზე“, - აცხადებს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
მისივე თქმით, კლებაა კორპორატიული შეკვეთების მხრივაც, თუმცა თამილა ბეჟანიძის თქმით, კორპორატიულიდან კლება საცალო გაყიდვების ზრდის ფონზე დაბალანსდა.
Dona Bakeshop & Cafe დღეისათვის ბათუმში 3 ფილიალს აერთიანებს, მიმდინარე წელს ქსელის გაფართოება არ იგეგმება.
Dona Bakeshop & Cafe-ს მაგალითზე ყველაზე გაყიდვადი პერიოდი ზაფხულია, თუმცა წლის სხვა პერიოდებშიც კომპანია აქტიურად ცდილობს, რომ ის თამასა რაც აქვს არ დაწიოს.
Dona Bakeshop & Cafe-ს პირველი ფილიალი ბათუმში 2003 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.