მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო - Gita

news image

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო და 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. 

500 Georgia-ს საინვესტიციო პროგრამა სილიკონ ველიში დაფუძნებულ 500 Global-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობის შედეგია. პროგრამა 500 Global - ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას აერთიანებს, რათა სტარტაპების დამფუძნებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს.

რეგიონალური პროგრამის განხორცილებით 500 Global-ის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, სტარტაპების კაპიტალით უზრუნველყოფა და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობაა.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპები 12 კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან, მათ ექნებათ წვდომა სტარტაპების, მენტორების და ინვესტორების ფართო აუდიტორიასთან, რათა მოხდეს მათი პოტენციალის მაქსიმიზაცია.

სტარტაპებს, რომელთა მიზანიც საზღვარგარეთ გაფართოებაა, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ 500 Global-ის ტექნოლოგიური ჰაბები მსოფლიოს გარშემო. რაც მათ საშუალებას მისცემს შეისწავლონ სხვა ბაზრები და აღმოაჩინონ პოტენციური კომერციული შესაძლებლობები.

პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://500.co/accelerators/500-georgia.

500 Georgia-მ მესამე ნაკადის დემო დღეს 2023 წლის იანვარში უმასპინძლა. მასში მონაწილე 13-მა კომპანიამ (Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft) სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი სტარტაპი წარუდგინეს ეკოსისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს.

სტარტაპები იყვნენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უზბეკეთიდან და სხვა.

რაც შეეხება ინდუსტრიებს, 500 Georgia-ს პროგრამის მესამე ნაკადში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და  500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა,

2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Georgia ჩაატარებს წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს სტარტაპებს საქართველოდან და რეგიონიდან.

500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა.

2010 წლიდან დღემდე, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2700-ზე მეტ კომპანიას, 81 ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები).

500 Global-ის გუნდი 180+ წევრს აერთიანებს 27 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სადაც კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

09.05.2025.12:20

კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.

„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.

თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.

„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა