მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
0.013
flag
AZN 1.5934
0.0019
flag
CNY 38.172
0.0156
flag
EUR 3.1461
0.0151
flag
GBP 3.5633
0.0126
flag
KZT 51.8
0.0022
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7091
0.0032

5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწეროთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი

news image

ბიზნესში ყოველი წუთი ფასეულია, ციფრული ინსტრუმენტები კი კარგი შესაძლებლობაა, საქმიანობა ეფექტიანად მართო და რაც მთავარია - კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნო.

ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსები და პროცესები ერთი აპლიკაციიდან – როგორც ოფისში, ისე მის გარეთ მართონ. საერთაშორისო გადარიცხვებით დაწყებული, სატენდერო გარანტიების მიღებით დამთავრებული. აქ ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია.

ამ სტატიაში კი 5 მნიშვნელოვან ფუნქციას განვიხილავთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, თქვენი ბიზნესის უკეთ მართვისა და განვითარებისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი უნდა გადმოწეროთ.

1. საერთაშორისო გადარიცხვები ნებისმიერი ადგილიდან

ბიზნეს მობილბანკში თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ, პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებთ. საერთაშორისო გადარიცხვების ეს მარტივი მექანიზმი ფილიალში მისვლას არ საჭიროებს და შესაბამისად, დროსაც დაგიზოგავთ. 

აქვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ SWIFT-ტრეკინგის ფუნქციით, რომლითაც გადარიცხვის სტატუსს რეალურ დროში ადევნებთ თვალის.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორი კომპანია თანხის მიღებამდე არ იწყებს მომსახურების გაწევას, თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა უკვე გადაირიცხა - თუნდაც ის ჯერ შუამავალ ბანკში იყოს.

თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან ხშირად თანამშრომლობთ, აპლიკაციაში  შეგიძლიათ მარტივად  გახსნათ დამატებითი მულტისავალუტო ანგარიში, გადაანაწილოთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში და მართოთ ფინანსები უფრო მოქნილად.

სწორედ ამ ფუნქციონალით სარგებლობს სოციალური საწარმოს “დადარის” დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილიც, რომელსაც ბიზნეს მობილბანკი ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობის პროცესს უმარტივებს.

2. ცენტრალიზებული სივრცე კომუნიკაციისთვის

აპლიკაციიდან შეგიძლიათ პირდაპირ გაუგზავნოთ ბანკს წერილი, მიამაგროთ საჭირო დოკუმენტები, ინვოისები ან ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში კი, კომუნიკაციაში ჩართოთ თქვენი თანამშრომლებიც. 

ასე, პლატფორმა თქვენი ბიზნესის ორგანიზებულ და მარტივად სამართავ სამუშაო სივრცედ იქცევა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მიმოწერა იყრის თავს, ფაილები დაცულად ინახება, ყველა პასუხი  კი ყოველთვის ხელმისაწვდომია.

3. ამონაწერის ამოღება და სახაზინო გადარიცხვები - მარტივად

დეკლარაციის შევსების პროცესის გასამარტივებლად, ბიზნეს მობილბანკი ერთ სივრცეში ყველა საჭირო ფუნქციონალს აერთიანებს. აპლიკაციის დახმარებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ როგორც ამონაწერის ამოღებას, ისე სახაზინო გადარიცხვების შესრულებას.

  • ამონაწერის ამოღება შესაძლებელია როგორც ჯამურ თანხებზე, ისე კონკრეტული ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით.
  • სახაზინო გადარიცხვა კი შეგიძლიათ სახაზინო კოდის გამოყენებით შეასრულოთ, რაც დეკლარირებასთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვის სწრაფი და მოსახერხებელი გზაა.

ეს ყველა შესაძლებლობა ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი, რაც ფინანსური პროცესების მართვას, მათ შორის დეკლარირებას, ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.

4. სხარტი სესხი 

თუ მცირე ან საშუალო ბიზნესი გაქვთ და მიზნის მისაღწევად დამატებითი რესურსები გჭირდებათ, ბიზნეს მობილბანკი თქვენ გვერდითაა.

ფინანსების მისაღებად ფილიალში მისვლა საჭირო არაა, არც დამატებითი საბუთების წარდგენა ან სესხის უზრუნველყოფა - ყველაფერი სრულად ციფრულად ხდება.

პროცესი ასეთია: შეავსეთ განაცხადი აპლიკაციაში და დაელოდეთ პასუხს სულ რამდენიმე წუთი.

5. მიიღეთ ხელშეკრულების შესრულების და სატენდერო გარანტია მარტივად

თუ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობთ და, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, სატენდერო ან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა გიწევთ, ეს ფუნქციონალები აუცილებლად გამოგადგებათ

სატენდერო გარანტია - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ სატენდერო გარანტია 1 საათზე ნაკლებ დროში მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ თანხის გაყინვა ტენდერის დასრულებამდე და ბიზნესის ფინანსებს თავისუფლად მართავთ. დამატებითი უპირატესობა კი ისაა, რომ 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.

ხელშეკრულების შესრულების გარანტია - თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტია გჭირდებათ, განაცხადზე პასუხს 1 წუთზე ნაკლებ დროში იღებთ, თავად დოკუმენტი კი თანხმობიდან დაახლოებით ერთ საათში მზადდება.

პროცესი სრულად დისტანციურია: დოკუმენტს ციფრული ხელმოწერით ადასტურებთ, სადაც არ უნდა იყოთ. ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ფილიალში მიიღოთ ან თქვენთვის სასურველ მისამართზე ფოსტით გამოიწეროთ.

და ბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს მობილბანკის ინოვაციურობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წელს აღიარა, როგორც ”საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით”.

აპლიკაცია ყოველთვის ვითარდება. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი და გადადით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ ეტაპზე!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როცა იდეა იქცევა მონაცემად: როგორ ქმნის Ideahub ციფრულ მომავალს ქართულ ბიზნესში

13.11.2025.18:00

Ideahub შეიქმნა 2019 წელს, კომპანია „როქის“ მიერ - ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ფინტექ პროექტების ხელმძღვანელს, ანა ჭყონიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Ideahub შეიქმნა 2019 წელს, კომპანია „როქის“ მიერ - ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. როცა ბიზნესის მასშტაბები გაიზარდა, გაჩნდა საჭიროება შიდა პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის. სწორედ ამ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიბადა Ideahub - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს და ამარტივებს ფინანსურ, ოპერაციულ და აგრო-სექტორის პროცესების ციფრულ მართვას. პირველ ეტაპზე სისტემა მხოლოდ შიდა ოპერაციებისთვის შეიქმნა, თუმცა მიღწეულმა ეფექტმა (დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვამ, მონაცემთა სიზუსტემ, ანალიტიკამ) ნათლად აჩვენა, რომ პლატფორმა მზად იყო გარე ბაზრისთვისაც. დღეს Ideahub სთავაზობს მოქნილ და ადაპტირებულ გადაწყვეტილებებს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე მსხვილ კომპანიებს. იქ, სადაც პროცესების ავტომატიზაცია პირდაპირ გარდაქმნის ბიზნეს შედეგებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ციფრული გარდაქმნისა და ავტომატიზაციისადმი. კომპანიები აცნობიერებენ, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა სიზუსტე, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი და სწრაფი რეაგირება. Ideahub ამ ტენდენციის ბუნებრივი შედეგია, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს შესაძლებლობას, რუტინული პროცესების ნაცვლად კონცენტრირდეს განვითარებაზე. ჩვენი FinTech გადაწყვეტილებები ამარტივებს მენეჯმენტს, ხოლო AgroTech ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროცესების სმარტ-ციფრულ ტრანსფორმაციას - იქ, სადაც ჯერ კიდევ სჭარბობს ხელით შრომა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Ideahub-ის მთავარი უპირატესობაა ინოვაცია, რომელიც მოდის რეალური პრაქტიკიდან. ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში თავად მართავდა ოპერაციულ და ფინანსურ პროცესებს „როქის“ შიგნით, ამიტომ კარგად გვესმის, სად იკარგება დრო, როგორ დუბლირდება ძალისხმევა და რატომ არის საჭირო ზუსტი სისტემა. ამ გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა დაგვენერგა ისეთი მოდულები, რომლებიც შესრულების სიმარტივეს, ანალიტიკურ სიზუსტესა და მოქნილ არქიტექტურას აერთიანებს, რაც მთავარია ბიუჯეტურად, რაც ძალიან დიდი ბენეფიტია თანამედროვე ERP სისტემებთან შედარებით. Ideahub არ არის უბრალოდ კომპანია, ეს არის პარტნიორი ციფრულ ტრანსფორმაციაში. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს არა მზა შაბლონს, არამედ პერსონალურად აგებულ სისტემას, რომელიც ერგება კონკრეტულ ბიზნესის სტრუქტურასა და მიზნებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ავტომატიზაცია რეალურად მუშაობს და შედეგებს მოაქვს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

Ideahub-ის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, ციფრული ტრანსფორმაცია
ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი კომპანიისთვის.
Ideahub-ის საქმიანობის ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი, რომლებიც ნათლად აჩვენებს პლატფორმის მოქნილობას და გამოყენების მრავალფეროვნებას სხვადასხვა ინდუსტრიაში:

• საწყობის მართვის პროგრამა — შექმნილია მარაგების ეფექტური აღრიცხვისა და სერიული კოდების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად. სისტემა ამცირებს ადამიანური შეცდომების რისკს და ზრდის ოპერაციულ გამართულობას;

• ლაბორატორიული მართვის პროგრამა (LabTech) — განკუთვნილია ხარისხის კონტროლის პროცესების სრულად ციფრული ფორმატით წარმართვისთვის. იგი ავტომატიზაციას ახდენს კვლევების დაგეგმვას, მონაცემთა აღრიცხვასა და დოკუმენტაციის გენერაციას;

• რესტორნის შეკვეთების მართვის სისტემა — უზრუნველყოფს შეკვეთების ციფრულ აღრიცხვას მიღებიდან მიწოდებამდე, ზრდის მომსახურების სისწრაფეს და ამარტივებს კავშირებს სამზარეულოსა და სერვისს შორის.

• ფინანსური ანალიზის პლატფორმა — საშუალებას აძლევს კომპანიებს შეაფასონ საკუთარი საქმიანობის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, განახორციელონ დინამიკური ანალიზი და მიიღონ გადაწყვეტილებები რეალურ დროში.

ეს პროექტები წარმოადგენენ იმ პრაქტიკულ საფუძველს, რაზეც Ideahub აგრძელებს განვითარებას შედეგზე ორიენტირებული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სისტემების შექმნისკენ.
მომდევნო ეტაპზე ჩვენი მიზანია თანამშრომლობა ახალი პარტნიორებთან, რომლებიც ხედავენ ტექნოლოგიურ განვითარებაში საერთო ინტერესს. Ideahub მზად არის ინტეგრირდეს, მოარგოს და ერთად შექმნას გადაწყვეტილებები, როგორც კერძო კომპანიებთან, ისე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ჩვენთვის ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის - ეს არის გზა, რომ რეალური ღირებულება შეიქმნას ადამიანების, ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებისთვის.


ცნობისთვის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ კომპანიასთან დაკავშირება :

info@ideahub.ge |http://www.ideahub.ge/ | +995 551 08 30 84

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა