მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

4GB-ს მუსიკალური ფესტივალი 16 მაისს გაიმართება - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი 4GB ახალი ფორმატითგაიმართება. ფესტივალი ერთდღიანი იქნება და მასზე მხოლოდ მაიკლ მაიერსი დაუკრავს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

4GB ფესტივალი ვიზიტორებს რადიო ქალაქში უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. 

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებმაც 4GB-ის ფესტივალის ბილეთები შარშან შეიძინეს და შეინახეს, შესაძლებლობა ექნებათ, როგორც წლევანდელ ივენთს, ასევე მომავალ ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრონ.

ინფორმაციისთვის, 4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს

14.04.2026.09:01

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით.

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

შეამოწმეთ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:

ფულბრაიტი ღია კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ბაკალავრიატი დასრულებული აქვს (ან ამთავრებს) და სურს აშშ-ში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება.

დროულად დაიწყეთ აპლიკაციის შევსება:

აპლიკაცია მოიცავს დოკუმენტებს, ესეებსა და რეკომენდაციებს. მისი შევსება დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ რეკომენდებულია აპლიკაციის შევსების დროულად დაწყება.

ესეებში წარმოაჩინეთ თქვენი უნიკალური ხედვა, გამოცდილება და მიზნები:

მნიშვნელოვანია, ესეში ნათლად და კონკრეტულად ახსნათ რისი სწავლა გსურთ, რატომ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას მომავალში.

შეარჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელიც ერგება თქვენს პროფილს:

აირჩიეთ პროგრამა, რომელიც სრულად ერგება თქვენს მიზნებს და დაასაბუთეთ, რატომ არის ეს არჩევანი სწორი თქვენთვის.

მოერიდეთ მექანიკურ შეცდომებს:

გადაამოწმეთ მექანიკური შეცდომები, ტექსტი პლაგიატზე და დარწმუნდით, რომ აპლიკაცია სრულად არის შევსებული.

როგორია შემდეგი ეტაპი?

შემდეგ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს და ჩააბარებენ ტესტებს (TOEFL, GRE/GMAT). წინასწარი მომზადება აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
სრული გზამკვლევის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. 

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა