მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

45 000-ზე მეტ პროდუქტზე წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება - „გორგიაში“ მასშტაბური აქციები ხვალიდან იწყება

news image

11 ივლისიდან „გორგიაში“ წლის გრადიოზული ფასდაკლებები იწყება, რომელიც 45 000-ზე მეტ პროდუქტზე გავრცელდება. 

ჰიპერმარკეტების ყველაზე მასშტაბური ქსელი ამიერკავკასიაში – „გორგია“, რომელიც უკვე 27 წელია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აერთიანებს მშენებლობის, რემონტისა და სახლის მოწყობის ათასობით პროდუქტს, მომხმარებლებს იუბილესთან დაკავშირებით უპრეცედენტო შეთავაზებას სთავაზობს.

11 ივლისიდან „გორგიაში“ იწყება წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება, რომელიც შეეხება ყველა ძირითად მიმართულებას. პროდუქციის ფასები შემცირდება 76%-მდე, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ხარჯებს მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან პროდუქციას საუკეთესო პირობებით.

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:

  • აბაზანის სექცია – 60%-მდე
  • საღებავები და შპალერი – 55%-მდე
  • სახურავის მასალები – 40%-მდე
  • ფირები – 60%-მდე
  • ხელსაწყოები – 60%-მდე
  • ავეჯი – 58%-მდე
  • IKEA-ს პროდუქცია – 70%-მდე
  • ტექნიკა – 70%-მდე
  • იატაკის მასალები – 52%-მდე
  • საყოფაცხოვრებო ნივთები – 60%-მდე
  • კარები – 63%-მდე
  • სამშენებლო მასალები – 50%-მდე
  • გათბობა-გაგრილების ტექნიკა – 50%-მდე

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრმა, ნინა ოქროპირიძემ განაცხადა, წლევანდელი ფასდაკლება ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება და მიზნად ისახავს რომ, მომხმარებლებმა უფრო მარტივად დაგეგმონ სახლის განახლება, რემონტი ან ტექნიკის შეძენა.

გორგია“ წლებია ახდენს ბაზრის ტრანსფორმაციას რეგიონში და ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობას. კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ფასდაკლების პოლიტიკას, რაც კიდევ ერთხელ აისახება მიმდინარე შეთავაზებაში.

ფასდაკლებები გავრცელდება როგორც ფიზიკურ ჰიპერმარკეტებზე, ისე ონლაინ მაღაზიაში, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო ფართო წვდომას ნებისმიერი ლოკაციიდან.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

07.04.2026.13:12

2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.

თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.

ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა