მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.8
-0.0105
flag
AZN 1.5867
-0.0022
flag
CNY 38.382
-0.0008
flag
EUR 3.1825
0.0128
flag
GBP 3.643
0.0138
flag
KZT 52.87
0.0044
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6975
-0.004

400 ახალი საბაზო სადგური - სელფის მასშტაბური განახლება

news image

სელფი მობაილი განაგრძობს ქსელის დიდ განახლებასა და განვითარებას. მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან Nokia წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ჩვენ ვზრდით ქსელს 400 ახალი საბაზო სადგურით, საქართველოს მასშტაბით.

რას ნიშნავს ეს შენთვის:

- ინტერნეტის სიჩქარე, რომელიც წელს 25%-ით გაიზარდა, კიდევ უფრო გაიზრდება
- გაიზრდება ქსელის გამტარუნარიანობა, რომელიც წელს 32%-ით უკვე გავზარდეთ
- კიდევ უფრო გაიზრდება დაფარვა ქვეყნის მასშტაბით.

ახალი სადგურების დამატება დაწყებულია და ქსელის გაუმჯობესებას უკვე გრძნობს ჩვენი მომხმარებელი. შედეგები კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება მომავალი წლის დასაწყისიდან და ეტაპობრივად ყველა საცხოვრებელ პუნქტს მოიცავს.

რატომ ვანხორციელებთ ამ პროექტს:

ჩვენი მიზანია, შენ მუდმივად გქონდეს საიმედო, ხარისხიანი და სწრაფი კავშირი - როცა უკავშირდები საყვარელ ადამიანებს, მუშაობ, სწავლობ თუ ერთობი. როგორც უკვე იცი, ქსელის განახლებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ წლის დასაწყისიდან; ეს კი ამ სამუშაოს გაგრძელება და კიდევ უფრო გაძლიერებაა. ცოტახნის წინ, ახალი სიხშირული რესურსიც შევიძინეთ, რომელსაც სწორედ ახალი საბაზო სადგურებით ავითვისებთ და ეს პირდაპირ აისახება ქსელის შესაძლებლობებზე.

აქამდე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მომხმარებელთა კმაყოფილება უკვე გაიზარდა 65%-ით, და კიდევ მოიმატებს.

რას ამბობს სელფის CEO, როსტომ ტალახაძე:

„ჩვენს N1 პრიორიტეტად წელს ქსელის განახლება დავისახეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება უმთავრესია. ჩვენი მათდამი დაპირებაა, რომ ექნებათ მაღალი ხარისხის, სწრაფი კავშირი ყველგან და ნებისმიერ დროს. 400 ახალი საბაზო სადგურის დანერგვა არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისკენ. შედეგები უკვე შესამჩნევია და კიდევ უფრო მკაფიოდ იგრძნობა უახლოეს პერიოდში.“

რატომ Nokia:

Nokia მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომლის ტექნოლოგიებს ყოველდღიურად იყენებენ წამყვანი მობილური ოპერატორები მთელ მსოფლიოში.

ეს ახალი პროექტი ნიშნავს, რომ ჩვენი ქსელის შენება ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, რაც კავშირს კიდევ უფრო საიმედოს ხდის.

სელფი გააგრძელებს ქსელის გაძლიერებას იმისთვის, რომ შენ ყოველთვის გქონდეს წვდომა ხარისხიან კავშირზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 კერძო სკოლა საქართველოში - ვინ არიან მფლობელები

23.12.2025.19:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მესამე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა: 

  • შპს ახალი სკოლა
  • შპს ევროპული სკოლა
  • შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
  • შპს იუჯი სკოლა
  • შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან კერძო სკოლების მფლობელები:

შპს ახალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 08/08/1996. კომპანიის 50%-ის მფლობელია ირაკლი თოფურია, ხოლო 50%-ის მარინა ჟღენტი. დირექტორები - ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი.

შპს ევროპული სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 01/09/2006. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეა ჭეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი, წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, წევრი: თეა ჭეიშვილი, წევრი: მარინა ნებიერიძე. 

შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 05/09/2019: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.

შპს იუჯი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 02/07/2008. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტი.

შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 14/05/1998. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა