მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

40%-იანი ქეშბექი ყველა საავტომობილო პროდუქტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო

news image

25 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს. ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით კომპანიის ყველა ფილიალში, რომლებიც მსუბუქ ავტომობილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ემსახურებიან. კვირეულის ფარგლებში ფასდაკლებები დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიისა თუ აპლიკაციის მომხმარებლებს. 

ფილიალებში 25-29 ნოემბრის ჩათვლით:

ყველა საავტომობილო პროდუქტზე 40%-იანი ქეშბექი.

  • ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს ღირებულების 40% „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე უბრუნდება.
  • ქეშბექი მომენტალურად სრულდება და მომხმარებელს შეუძლია, დაზოგილი თანხა დაუყოვნებლივ გამოიყენოს, მათ შორის ნებისმიერი სერვისის მისაღებად (ზეთის შეცვლა, დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და სხვა)

აპლიკაცია და Tegeta Shop: 25 ნოემბრიდან - 1-ელი დეკემბრის ჩათვლით

25%-იანი ფასდაკლება პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე

მრავალფეროვანი არჩევანი, მარტივი ნავიგაცია და სწრაფი შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად - აქციით ისარგებლებენ „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ციფრული სერვისების გამოყენებისას. ავტომფლობელები შეძლებენ, ონლაინ შეარჩიონ და შეიძინონ ისეთი გლობალური ბრენდების პროდუქცია, როგორებიც არიან:
Bridgestone, MichelinPirelliContinentalVarta,  Energizer, Shell, Mobil, Petronas და სხვა საერთაშორისო მწარმოებლები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხარისხის ეტალონად მიიჩნევიან. 

 

რატომ ახლა? - ზამთარი იწყება

ზამთრის სეზონისათვის მანქანას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1-ელი დეკემბრიდან - 1-ელ მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დაშვებული. 

Black Friday-ს შეთავაზებები სწორედ ის დროა, როდესაც მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეუძლია, მოამზადოს ავტომობილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.  

რატომ „თეგეტა მოტორსი“? 

  • მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი ქვეყნის მასშტაბით;
  • საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი;
  • თანამედროვე დანადგარები სერვისში;
  • გამოცდილი მექანიკოსები და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია

30.04.2026.20:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.

„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა