31 იანვრამდე „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
მაღალი შესრულება, იმპულსური დიზაინი და ინოვაციური ტექნოლოგიები - ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც Porsche-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი - ახალი, სრულად ელექტრული Porsche Cayenne აერთიანებს. გერმანული ბრენდის ავტომობილი, რომლის გლობალური გაყიდვები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია - მომხმარებლები უახლესი მოდელის ექსკლუზიურად ხილვას 31 იანვრამდე შეძლებენ.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, Porsche-ს რიგით მეორე, სრულად ელექტრული SUV Cayenne Electric გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე 4 თვით ადრე, ექსკლუზიურად Porsche-ს ქართველ ენთუზიასტებს წარვუდგინოთ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცეს, ავტომობილი თავად გამოცადონ და მის მახასიათებლებს დეტალურად გაეცნონ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი შოურუმი სპეციალურად ამ მოდელის შესაბამისად იქნება გაფორმებული, რათა ავტომოყვარულებმა ექსკლუზიური გამოცდილება მიიღონ და სრულად შეიგრძნონ Cayenne Electric-ის ხასიათი და ინოვაციურობა“.

ახალი Cayenne უახლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა, რომელიც ბრენდის სხვა მოდელებისგან განსხვავდება. აქ Porsche-ს ტრადიციული დნმ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ეკომეგობრულობას ერწყმის. ავტომობილი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც ვიზუალური, ისე კომფორტისა და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისითაც:


ახალი Cayenne Electric არა მხოლოდ სპორტულობასა და ექსკლუზიურობას აერთიანებს, არამედ ხაზს უსვამს Porsche-ს ერთგულებას მდგრადი მობილობისადმი. ახალი მოდელის წინასწარი შეკვეთები საქართველოში უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს კი, რომლებსაც ავტომობილის გაცნობა სურთ, 26-31 იანვარს შესაძლებლობა აქვთ, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმს ეწვიონ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ბოლოს ₾66.93 მილიარდი შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
2026 წელს LisiWine-Meskhishvili Winery საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს
27.01.2026.16:00
LisiWine-Meskhishvili Winery დაახლოებით ერთი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბის ახლოს მდებარეობს. კომპანია ტურიზმის სექტორში მოღვაწეობის პარალელურად, ღვინის წარმოებითაც არის დაკავებული. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელ ილია მესხიშვილს ესაუბრა.
"როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში მხოლოდ კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით ვსაქმიანობდით. 2025 წელს კი გადავედით სტუმრების ყოველდღიურ მიღებაზე. ვმასპინძლობდით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. საერთო ჯამში წელს დადებითად ვაფასებთ, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვგეგმავთ, ცნობადობის გაზრდას ქართველი მომხმარებლებისთვის, შემდეგ კი უცხოელებისთვის. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ტურისტებზე, რათა მათთვის ჩვენი ობიექტის მოძიება უფრო მარტივი იყოს.

ღვინის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს პორტუგალიაში და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. პორტუგალიაში ყოველწლიურად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც LisiWine ქართულ ღვინოს წარადგენს. ჩვენი ღვინო იქ დიდ მოწონებას იმსახურებს, რაც განსაკუთრებულად გვახარებს.

ვგეგმავთ ექსპორტის გაძლიერებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთსა და ამერიკასთან და ველით პროცესის დადებით განვითარებას ", - აცხადებს ილია მესხიშვილი.
ცნობისთვის, ლოკაცია ლისის ტბიდან ავტომობილით დაახლოებით 4 წუთის სავალ გზაზეა. გარემო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდითა და სიმყუდროვით.