მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

30% ქეშბექი Gulf-ში და Extra.ge-ზე - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს Black Friday-ზე

news image

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი ბენეფიტების შეთავაზებებს განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Black Friday-ზე Mastercard Business Card-ის მფლობელებისთვის ორი მნიშვნელოვანი შეთავაზება მოამზადა.

საწვავზე 30%-იანი ქეშბექი Gulf-ის ქსელში

Mastercard Business Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, 28 ნოემბერს, Black Friday-ზე, Gulf-ის ქსელში საწვავის შეძენისას 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით) მიიღონ.

ქეშბექის მისაღებად საჭიროა გადახდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ქეშბექი ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაბრუნდება.

იხილეთ მეტი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ამ ბმულზე.

Extra.ge-ზე – ყველა პროდუქტზე 30%-იანი ქეშბექი

Mastercard Business ბარათით Extra.ge-ზე გადახდისას ბიზნესებს Black Friday-ზე, 28 ნოემბერს, 30%-იანი ქეშბექის (მაქსიმუმ 200 ლარამდე) მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეთავაზება Extra.ge-ის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.

ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდს არჩევა. ქეშბექი ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაბრუნდება.

იხილეთ მეტი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ამ ბმულზე.

საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესების ჩართულობით, მეწარმეებისთვის მუდმივად ქმნის შეთავაზებებს. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს, ქეშბექებს თუ სპეციალურ პირობებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საბუღალტრო, ფინანსურ და სხვა სერვისებზე. ამ შეთავაზებების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პაშა ბანკის ორგანიზებით თბილისში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

27.11.2025.19:17

პაშა ბანკმა და პაშა ჰოლდინგმა თბილისში პარტნიორებთან ერთად მაღალი დონის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. EY-სთან, VISA-სთან და SOCAR-თან პარტნიორობით გამართულ ფორუმზე საქართველოსა და აზერმაიჯანის სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერასა და ახალი შესაძლებლობების წარმოჩენაზე სხვადასხვა სექტორში.

ფორუმი გახსნეს პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, და პაშა ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დაიანათ სადულაევმა. მათთან ერთად მონაწილეებს მიმართეს SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, EY საქართველოსა და EY აზერბაიჯანის და ხელმძღვანელმა პირებმა.

პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, რეგიონში ბიზნესის მზარდ პოტენციალზე ისაუბრა: „დღევანდელმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მაღალი ინტერესი ქვეყნებს შორის ინვესტიციებზე, ასევე პარტნიორობებზე, რომლებიც ქმნიან გრძელვადიან კომერციულ ღირებულებას. პაშა ბანკი საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს იმ ბიზნესებს, რომლებიც ორივე ბაზარზე გაფართოებას გეგმავენ.“

პაშა ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დაიანათ სადულაევმა, ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული ინვესტიციების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განსაკუთრებული როლზე: „პაშა ჰოლდინგისთვის საქართველო უბრალოდ ერთ-ერთი ბაზარი არ არის, ის არის სტრატეგიული მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორი ხედვისა და თანამშრომლობის პირობებში ორივე ქვეყანას ერთობლივი წარმატებისთვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს.”

პაშა ბანკის ბიზნეს ფორუმის პროგრამა მოიცავდა:

  • რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებების მიმოხილვას, რომელიც პაშა ჰოლდინგის მთავარმა ეკონომისტმა წარადგინა;
  • პანელურ დისკუსიას თემაზე - „სტრატეგიული ინვესტიციები და აზერბაიჯან–საქართველოს კორიდორის მომავალი“;
  • პანელურ დისკუსიას თემაზე -  „მომავლის დაფინანსება: ტრადიციული და მდგრადი ფინანსები“.

ორივე პანელი ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ბაზრებს შორის თანამშრომლობაზე.

ფორუმი დასრულდა არაფორმალური ვახშმით, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ და  აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის ახალი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

პაშა ბანკი საქართველოს შესახებ

პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა