30 პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნილი შესაძლებლობა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
30 საგანმანათლებლო პროექტი, 53 პარტნიორი ორგანიზაცია, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2025 წელს განხორციელებული პროექტების და მათი მასშტაბების მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მიზანდასახული ადამიანებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
11 რეგიონი, 25 სკოლა, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს და მოსწავლეებისთვის ქმნის შემეცნების, ახალი აღმოჩენების სივრცეს. იდეათეკების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2000-მდე მოსწავლე, 300-ზე მეტი სტიპენდიატი - STEM სკოლა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.
300-ზე მეტი სკოლა, 1500-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი STEM ოლიმპიადაა, რომელშიც წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარიგადაეცა.
105 000-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის “ევერესტის” გენერალური სპონსორია. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 35 000 მოსწავლე მონაწილეობს, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკისგან ლეპტოპები გადაეცემათ.
400-მდე მოსწავლე - საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და GITA-ს თანამშრომლობით შექმნილი პროექტი - Code IT, პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.
21 ადგილობრივი უნივერსიტეტი, 350-ზე მეტი სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში, წელს 210 სტიპენდიატი გამოვლინდა.
68 სტიპენდიატი - 2025 წლიდან საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UNI Grant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.
3 საერთაშორისო სტიპენდია, 56 სტიპენდიატი - CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ 5 შეემატა.
7 პროფესიული აკადემია, 20 სტიპენდიატი - საქართველოს ბანკი, ახალგაზრდების მხარდასაჭერად, კიდევ ერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, წელს უკვე გამოვლინდა 20 სტიპენდიატი.
180 მასწავლებელი, 10 ფინალისტი, 1 გამარჯვებული - განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. წელს პროექტში მონაწილეობა 180-მა მასწავლებელმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოს ბანკის, MasterCard-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივით, წელს AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატები მალე გამოვლინდებიან და ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიულ აკადემიებში დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს.
ამასთან, საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა
10.03.2026.18:00
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.
დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.
როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.
სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.