3 მარტს კომპანია THE GOLDEN STAGE თბილისის სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტს აანონსებს
3 მარტს, როდესაც მთელი საქართველო აღნიშნავს ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს - დედის დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ღონისძიება, რომელიც გახდება 2026 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა. 3 მარტის კონცერტი არ იქნება მხოლოდ მუსიკალური საღამო, ეს იქნება განსაკუთრებული ღონისძიება იმ ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის, რომლებიც ჩენს ქვეყანაში განსაკუთრებულად გვიყვარს. კომპანია THE GOLDEN STAGE-ის მოწვევით სცენაზე წარსდგება ცნობილი სომეხი მომღერალი ტატევ ასატრიანი - არტისტი, რომელმაც მოიპოვა მსმენელების სიყვარული, როგორც სომხეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში. მათ შორის, დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა ქართულ შოუ-ბიზნესშიც. მისი შემოქმედება და სიმღერები არამხოლოდ სომხურ, არამედ ქართულ ღონისძიებებზეც ისმის.
ბოლო წლებში ტატევ ასატრიანი გახდა ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მომღერალი. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვთ სოციალურ ქსელებში, კონცერტები ტარდება ანშლაგებით, ხოლო მისი ხმისა და განსაკუთრებული სტილით მან მოიპოვა უამრავი ადამიანის ნდობა და სიყვარული.
“ტატევ ასატრიანი მზად არის საკუთრი ენერგია და შემოქმედება საქართველოსაც გაუზიაროს” - ამბობს კონცერტის ორგანიზატორი, კომპანია THE GOLDEN STAGE -ის დამფუძნებელი - ემილ სარქისიანი.

მსმენელს ელოდება:
• მასშტაბური შოუ-პროგრამა, გამართული ყოველი დეტალით;
• უამრავი სიურპრიზი, ახალი ჰიტები, საყვარელი სიმღერები, დაუვიწყარი გარემო და ემოციები.
ორგანიზატორების პროგნოზით ღონისძიებას დაესწრება 8 000-ზე მეტი მაყურებელი, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ბილეთების ყიდვა სულ რამდენიმე დღეში ექსკლუზიურად TKT.ge-ზე და https://tixel.ge/ -ზე იქნება შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
01.12.2025.17:17
თიბისი ლიზინგი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივის - გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელს შეუერთდა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს კომპანიის მისწრაფებას, აწარმოოს საქმიანობა ერთის მხრივ, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით, მეორეს მხრივ კი, დაიცვას ადამიანის და შრომის უფლებები, ასევე მდგრადობის და კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები.ქსელში გაწევრიანება გააძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ მიდგომას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და ინოვაციების ნაწილში.
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 23,000+ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყანიიდან.
აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:
„მოხარულები ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრები გავხდით. თიბისი ლიზინგი, როგორც საქართველოს ბაზრის მოწინავე სალიზინგო კომპანია, გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას, აწარმოოს საქმიანობა ეთიკის, ადამიანისა და შრომის უფლებების მაქსიმალური დაცვით. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ინიციატივები. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ მწვანე პროდუქტების განვითარებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთი მიმართულებების ხელშეწყობას, როგორიცაა მზის პანელების ელექტროსადგურები და ელექტრომობილების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი სრულად თანხვედრაშია თიბისი ლიზინგის კორპორაციულ პოლიტიკასთან და განვითარების ხედვასთან, და სიამოვნებით ვუერთდებით ამ ინიციატივას“ , - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„გაეროს გლობალური შეთანხმება ეფუძნება ათ პრინციპს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ პრინციპებთან და ხელი შეუწყოს მათ პრაქტიკულ განხორციელებას საკუთარ ოპერაციებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორის ჩართულობას მდგრადი განვითარების პროცესში დახელს შეუწყობს გლობალური მიზნების მიღწევას”,- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.