მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

news image

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პარტნიორებთან ერთად, 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გორის N3 საჯაროსკოლაში გახსნა. 

საქართველოს ბანკის იდეათეკები ქვეყნის მასშტაბით უკვე 11 რეგიონის 27 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. 

თანამედროვე იდეათეკები აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, ზოგადი და სასკოლოსაგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, სადაც ახალგაზრდებს აქვთშესაძლებლობა, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი, სახალისოექსპერიმენტები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ, რაც დაეხმარება მათ, გადადგანპირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ.

ინფორმაციისთვისიდეათეკების პროექტი საქართველოს ბანკის ინიციატივით და ქართულიწიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით, 2019 წლიდან ხორციელდებაამჯერადგორის N3 საჯაროსკოლაში თანამედროვე ბიბლიოთეკა კომპანია Bolero & Co-სთან თანამშრომლობით გაიხსნა. 

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლოპროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა დაახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკისბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკისოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარომეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებდეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მარტში უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი

06.04.2026.19:04

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.

„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების ინიციატივით, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, - აცხადებს გოჩა კამკია. 

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა მულტიფუნქციური კომპლექსის კაფსულის ჩადების ცერემონია და 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში შესვლის აღნიშვნა, ხოლო კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზს, სპას და ვერტმფრენის პადს.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ), მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნას.

ჩვენ ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზეიმეთ: პირველი - მულტიფუნქციური კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია და მეორე - 21-ჰექტარიანი ფართობის ექსპლუატაციაში მიღების დღე.

რაც შეეხება თავად მულტიფუნქციურ კომპლექსს, ის მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპა-ცენტრსა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანს (ე.წ. „პადს“).

გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს უამრავ სხვა გასართობ და გამაჯანსაღებელ სივრცეს. თავად პროექტი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ, ცალკე აღებული, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ეს იყო კომპანიის მხრიდან გაჟღერებული მკაფიო სიგნალი - ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის უშუალო სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხო და სრულად მზად არის მშენებლობისთვის.

რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა - უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ოფიციალური მონაცემია. მათი ასაკი, დაახლოებით, 25-დან 45 წლამდე მერყეობს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ევროკავშირის მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ ფრთხილები არიან და დიდხანს ფიქრობენ.

მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ასაკობრივ კატეგორიასთან, როდესაც ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია, მომავალზე ორიენტირებულია და საკუთარ პერსპექტივაში ახდენს ინვესტირებას. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.

შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა