მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა

news image
mbc image

მხოლოდ 26 აპრილს, მხოლოდ ერთი დღით, ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“  რუსთავში ბინის შეძენის მსურველებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „არქი რუსთავი“.

პირველად რუსთავში, საოცნებო სახლის შეძენის მსურველებისთვის ეს დღე არის შანსი, ბინის მესაკუთრეები გახდნენ ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. დიდი ფასდაკლებით ბინის შეძენა შესაძლებელი იქნება შეზღუდულო რაოდენობის ბინებზე, მხოლოდ 26 აპრილს, 12:00 საათიდან, არქის ფილარმონიის ოფისში.

გრანდიოზულ ფასდაკლებასთან ერთად მომავალი არქელები ისარგებლებენ გადახდის საუკეთესო პირობებით: არქის მშენებარე ბინები განვადებით 12 წლამდე შემოსავლების დადასტურების გარეშე, არანაირი პირველადი შენატანი და მაქსიმალურად მოქნილი გადახდის გრაფიკი.

გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ არქის ბინების ღირებულება ფასდაკლების დღის შემდეგ ერთ წელში დაახლოებით 30%-ით იზრდება.

მაგალითად, დიღომი 3C და 3D ბლოკის დიდი ფასდაკლების დღე 2024 წლის 20 აპრილს გაიმართა. დღეს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ბინის ღირებულება უკვე 28%-ით არის გაზრდილი, რაც საშუალოდ 21 000$-ზე მეტია. ხოლო, კიკვიძის ბაღთან C ბლოკში დიდი ფასდაკლების დღე  9 თვის წინ,  2024 წლის 6 ივლისს, ჩატარდა და დღემდე ბინის ღირებულებამ უკვე 23%-ით მოიმატა, ანუ საშუალოდ 16 000$-ზე მეტით. ასევე, რეკორდული იყო „არქი კიკვიძის ბაღთან“ B ბლოკის ფასდაკლების დღე, რომელზეც ერთ დღეში 151 ბინა გაიყიდა.

ქალაქ რუსთავის განვითარების პროცესში,  „არქი“ კომფორტულ, ჯანსაღ და თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ბინის შეძენა “არქი რუსთავის” პროექტში, როგორც საინვესტიციო ქონება, მომგებიანი გადაწყვეტილებაა, რადგან მშენებლობის დასრულებამდე ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

არქი რუსთავის საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილას - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. 5 წთ. სავალ გზაზეა მნიშვნელოვანი სავაჭრო ობიექტები, მათ შორის „რუსთავი მოლი“,  2 წთ-ის გზაზე კი სკოლა და კეთილმოწყობილი „ლეონიძის სკვერი“.  პროექტი აერთიანებს 8 საცხოვრებელ სახლს, რომელთა ცენტრში მოეწყობა კეთილმოწყობილი სივრცე სპორტული და საბავშვო მოედნებით. არქი რუსთავი მოიცავს 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, ფიტნეს დარბაზს, საბავშვო ბაღს, ღია და დახურულ ავტოსადგომს. 

დიდი ფასდაკლების დღე 26 აპრილს, 12:00 საათიდან, არქის ფილარმონიის ოფისში გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ პირველმა შეარჩიონ სასურველი ბინა ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.

დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რომელიც ახალი პროექტის დაწყებისას მხოლოდ ერთი დღით ეშვება და უკვე რამდენიმე წელია, რაც უამრავი ადამიანი სწორედ ამ დღეს ელოდება, რათა ბინის ყიდვა არქიში ყველაზე დაბალ ფასად შეძლონ.  აღსანიშნავი ფაქტია, რომ კომპანია უკვე 43 000-ზე მეტ კმაყოფილ არქელს აერთიანებს.

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

20.08.2026.18:57

საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.

Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.

"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა