მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

25 დეკემბრიდან East Point-ის ახალ პრემიუმ სივრცეში Cinnabon - ის ფილიალი იხსნება

news image

25 დეკემბრიდან Cinnabon - ის რიგით მესამე ფილიალი იხსნება , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის პიარ-დირექტორმა ქეთი ფეიქრიშვილმა განუცხადა.

25 დეკემბრიდან East Point-ის ახალ პრემიუმ სივრცეში ვხსნით ჩვენს მესამე ფილიალს. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აღნიშნულ ლოკაციაზე მოინახულოს ჩვენი სივრცე და დააგემოვნოს პროდუქცია.

2026- ში კიდევ დაგვემატება ახალი ობიექტები თბილისში ან სხვა რეგიონებში “, - აცხადებს ქეთი ფეიქრიშვილი.

ცნობისთვის, Cinnabon-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეუძლია სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ELT Group-ი 2025 წელს დინამიური ზრდით და საერთაშორისო პარტნიორობებით გამოირჩეოდა - 2026 წელს კი გეოგრაფიული გაფართოება და ინოვაციური პროექტები იგეგმება

24.12.2025.18:00

დეველოპერული კომპანია ELT Group-ი 2025 წელს დინამიური ზრდით, მასშტაბური გაყიდვებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობებით ასრულებს. წლის განმავლობაში კომპანიამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა -  ELT Group-ის პროექტმა World Luxury Hotel Awards-ზე გაიმარჯვა.

2026 წელს ELT Group-ი კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით ხვდება, რაც მისი პროექტების გეოგრაფიულ გაფართოებას გულისხმობს.

უფრო დეტალურად, როგორ აფასებს ELT Group-ი 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას 2026 წლის განმავლობაში, Business Insider Georgia დეველოპერული კომპანიის გენერალურ დირექტორს, მამუკა მახათაძეს, ესაუბრა.

- როგორ აფასებთ 2025 წელს ELT Group-ის საქმიანობის კუთხით, განსაკუთრებით პროექტების განხორციელების, გაყიდვების და ინვესტიციების თვალსაზრისით?

- ELT Group-ს მართლაც განვითარების და ზრდის წელი ჰქონდა. დავიწყეთ ახალი პროექტი “სტატუს ჰაუსი”, რომლის 60% უკვე რეალიზებულია. ასევე გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება კიდევ ერთ ესპანურ სასტუმრო ბრენდთან, და “ოქსიდენტალის” სასტუმრო უახლოეს წლებში დაემატება ჩვენს იელთი კვარტალს ბათუმში.

- რომელ პროექტებს ჰქონდა ყველაზე დიდი წარმატება 2025 წელს და რატომ?

- ძალიან წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი პრემიუმ პროდუქტი “ესპანური კვარტალი თბილისში”, სადაც ჯერ მხოლოდ 3 სართულის ფილა დაისხა და სადაც 2025 წელს სრულად დავხურეთ გაყიდვები საცხოვრებელ ბლოკში.

- როგორ შეიცვალა მყიდველთა ინტერესი - ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლების გარდა, იყო თუ არა ზრდა საერთაშორისო ინვესტორებიდან?

- მყიდველთა გეოგრაფია მუდმივად იცვლება და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. 2025 წელს განსაკუთრებული ზრდა გვქონდა ცენტრალური აზიის, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით.

- რა გამოწვევები და სიახლეები შეიმჩნეოდა 2025 წლის განმავლობაში მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ? ანუ როგორ აფასებთ ზოგადად დეველოპერულ ბაზარს?

- ძირითად გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ხარჯების ზრდა, თუმცა სექტორმა გამოავლინა მოქნილობა და შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა ეს პროცესი. ბაზარი დინამიურად ვითარდება. მიმდინარეობს კომპანიების გაფართოება, პორტფელის ზრდა და დივერსიფიცირება.

- რა ძირითადი სტრატეგიული მიზნები აქვს ELT Group-ს 2026 წლისთვის?

- 2026 წლისთვის ჩვენი მიზანია გაყიდვების გეოგრაფიის გაფართოება, ახალი, განსხვავებული პროექტების ჩაშვება და კიდევ მეტი საერთაშორისო პარტნიორობის შემოყვანა საქართველოში. განსაკუთრებულად ველოდებით ჩვენი მსხვილი ნიშური პროექტის პრეზენტაციას კახეთში, რომელსაც სავარაუდოდ გაზაფხულზე ვაცნობებთ საზოგადოებას.

- რა არის მთავარი პრიორიტეტი, რომ ELT Group-ის პროექტები მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი და ინოვაციური გახდეს?

- საინვესტიციო მიმზიდველობა და განსხვავებულობა. ეს ორი ძირითადი ღერძია ჩვენი სტრატეგიული განვითარების. ჩვენ ვქმნით საინვესტიციო პროდუქტს და ამიტომაც გვყავს ყველაზე მეტი, 65 ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც ინვესტორი. პროდუქტი, რომელსაც ვქმნით, განსხვავებულია საქართველოსთვის. მისი შინაარსი კი არის: “წარმოიდგინე, იცხოვრო სასტუმრო გარემოში”, რაც გულისხმობს ყველა სასტუმრო სერვისის სახლში მიწოდებას და შესაბამის ინფრასტრუქტურას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა