ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში არსებული რძის პროდუქტები ევროპული სტანდარტებით იწარმოება - ასოციაცია „საქრძის“ პრეზიდენტი
„მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობას დიდი ხანია იზიარებენ დიდი მწარმოებლები და სახელმწიფო ერთად. ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში არსებული რძის პროდუქტები ევროპული სტანდარტებით იწარმოება; ეს შეეხება როგორც ნედლეულის ბაზას, ასევე საბოლოო პროდუქტს; ქართული რძის პროდუქტები, ინდუსტრიული წარმოება მაქვს მხედველობაში. სახელმწიფოს დახმარებით და მწარმოებლების დიდი შრომის შედეგად, პროდუქცია მართლაც ევროპული სტანდარტებით იწარმოება. სწორედ ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება როგორც ინდუსტრია, ისე სახელმწიფო, რომ საბოლოოდ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის პროდუქცია. დღეს ეს პროცესი გრძელდება, სახელმწიფო აგრძელებს, როგორც კონტროლს, ასევე აგრძელებს კომუნიკაციას უშუალოდ პირველად მწარმოებლებთან, გადამმუშავებლებთან, რის შედეგადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ ქართული პროდუქციის მოხმარება“, - განაცხადა რძის პროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტმა ერეკლე გამყრელიძემ დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა;
დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა, მათ შორის, „სანტე ჯი ემ თი პროდუქტებში“ 2024 წელს განხორციელდა 20 სახელმწიფო კონტროლი, დარღვევა არ გამოვლინდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje