მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

„მეტროპოლ ლისი“ - ეს არის მეტროპოლის რიგით მეშვიდე პროექტი, რომელიც ჩვენი წინამორბედი პროექტებისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციაა - მამუკა იმედაშვილი

news image

„მეტროპოლ ლისი“ - ეს არის მეტროპოლის რიგით მეშვიდე პროექტი, რომელიც ჩვენი წინამორბედი პროექტებისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციაა, - აღნიშნულის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში მიწის მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ სახლის დიზაინები, რაზეც კომპანიამ უკვე იზრუნა და 5 ალტერნატიული ვარიანტი შექმნა. 

„ეს არის სააგარაკე პროექტი ე.წ. სუბურბანული პროექტი, რომელიც განთავსებული იქნება 7000 კვ/მ-ზე. ერთის მხრივ თბილისის ცენტრიდან ძალიან ახლოს, დაახლოებით 10-15 წუთის სავალზე, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუფთა ჰაერზე. რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი იქნება. ამ პროექტს ექსკლუზიურობას სძენს განსაკუთრებული ფაქტი. ჩვენმა არქიტექტორებმა ბევრი იმუშავეს და გამოიყვანეს 5 განსხვავებული დიზაინის სახლის პროექტი და ყველა მობინადრე, რომელიც ჩვენთან შეიძენს მიწას საჩუქრად გადაეცემა და თავად აირჩევენ როგორი სტილის და დიზაინის სახლში სურთ, რომ იცხოვრონ“, - აცხადებს მამუკა იმედაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლმა“ „მეტროპოლ ლისი“ პროექტი დააანონსა, რომელიც იქნება „ჭკვიანი დასახლება“ და აღიჭურვება თანამედროვე სისტემებით.

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ კერძო დასახლების პირველი პროექტი დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 000 M2 ფართობზე 70-ამდე ვილა განთავსდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ ლარია. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი სახლის პროექტია, რომელსაც ქალაქის გამორჩეულ უბანში მიწის მფლობელი „მეტროპოლისგან“ საჩუქრად მიიღებს. კომპანია ამჯერადაც სრულად მომხმარებლის ინტერესს ერგება, სთავაზობს მას უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოს, ხოლო მესაკუთრე თავად ირჩევს, როგორი ტიპის სახლში უნდა ცხოვრება. 

„მეტროპოლ ლისის“ პროექტისათვის დეველოპერის არქიტექტორებმა ექსკლუზიურად პოტენციური მობინადრეებისთვის ხუთი სხვადასხვა პროექტი შეიმუშავეს. მესაკუთრე თავად გადაწყვეტს, როგორი არქიტექტურული დიზაინის სახლია მისთვის კომფორტული. „მეტროპოლი“ მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს და სურვილის შემთხვევაში სახლს თავად აუშენებს.  

სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალ უბანში სულ 70-ამდე ვილა აშენდება. მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი 600 M2-ია და 1500-ამდე ადის. საერთო გამოყენებისათვის განსაზღვრულია 3600 M2 ტერიტორია. „მეტროპოლ ლისის“ გამწვანებულ ზონაში მოეწყობა მრავალფეროვანი და ფუნქციურად დატვირთული საბავშვო და სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი. განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით მომხმარებელს ხედის ფართო არჩევანი აქვს: ლისის ტბა, თბილისის ანძა და ხედი ქალაქზე. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 450 მეტრის სიახლოვე კი კომპლექსის მცხოვრებლებისა თუ მათი სტუმრებისათვის გადაადგილებას უფრო ამარტივებს და მოქნილს ხდის. 

ტერიტორიაზე „მეტროპოლს“ მიწის დამუშავების სამუშაოები აქვს დაწყებული. უკვე შემოღობილია სივრცე და გარე განათებების შერჩევა მიმდინარეობს. 

„მეტროპოლ ლისის“ პროექტი უკვე ჩაეშვა და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების შესაძენად ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან მომხმარებელი ფასდაკლებითა და გადახდის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს. პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $159-$225-ია. თუმცა საწყის ეტაპზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი 1 M2-ზე $10-იან ფასდაკლებას მიიღებს. „მეტროპოლ ლისის“ პროექტში სულ 70-ამდე მიწის ნაკვეთიგაიყიდება და, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, კომპანიაში გაყიდვების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ.

„მეტროპოლ ლისი“ კერძო დასახლების პირველი პროექტია „მეტროპოლისათვის“, თუმცა არა ერთადერთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა შინდისშიც, სადაც 90 ჰექტარ მიწის ფართობზე დაახლოებით 700-ამდე ვილა განთავსდება. პროექტში წინასწარი გაყიდვები ივნისიდან დაიწყება. 

სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. დეველოპერს ამჟამად ერთი დასრულებული და ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს.

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში „მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისის“მშენებლობა. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა