მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

Okrovalley • ოქროველი გაფართოებას გეგმავს

news image

ოქროველისბრენდით ტყის ღვინო მაღალმთიან აჭარაში 2021 წლიდან იწარმოება. კომპანიის ამჟამინდელი ფოკუსი ახალი ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ოქროველის“ დამფუძნებელმა ზანდა მესხიძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის მიზანი, ტყის მოცვის უნიკალური სასმლის ხელმისწავდომობაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ავთენტური, ქართული პროდუქციით.

 

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

მიმდინარე ეტაპზე ჩვენი ძირითადი ფოკუსი ახალი ბაზრების ათვისებაზეა მიმართული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვცდილობთ ჩვენი პროდუქტის პოზიციონირებას, განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე, სადაც ტურისტული ნაკადი მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ სიახლეებზე არ ვსაუბრობთ, ვახდენთ პროდუქტის პოპულარიზაციას ახალი სადისტრიბუციო არხების მეშვეობით და ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ რესტორნებთან და სარეალიცაზიო ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, ტყის მოცვის უნიკალური სასმელი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვისვინც დაინტერესებულია ავთენტური, ქართული პროდუქციით.

როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა?

ბოლო წლებში ნატურალური და ადგილობრივი პროდუქტებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტყის მოცვის სასმელი, როგორც უნიკალური შეთავაზება ბაზარზე, თანდათან იპყრობს მომხმარებლების ყურადღებას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტურისტების მხრიდან ინტერესის ზრდა, რომლებიც ეძებენ ავთენტურ, ქართულ პროდუქტს. აღსანიშნავიარომ რესტორნებისა და სპეციალიზებული მაღაზიების მხრიდანაც იზრდება მოთხოვნა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოება მცირე მასშტაბიანია, ვხედავთ რომ ხარისხიანი, ნატურალური პროდუქციის ნიშა სულ უფრო მზარდია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტის უნიკალურობა და წარმოების ავთენტურობა. ტყის მოცვის სასმელი, რომელიც ღვინის ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებულ გემოვნურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, არის ჩვენი გამორჩეული ნიშა.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ველურ ტყის მოცვს, რომელიც მოპოვებულია მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივ გარემოში. ეს უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ანტიოქსიდანტურ აქტიურობას და გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს.

მესამე უპირატესობა არის  -  "ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომა", ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ნედლეულს და მცირე წარმოება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული ბოთლი შევაფასოთ - ხარისხი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ

რა გეგმები აქვს კომპანიას 2025 წელს?

2025 წლისთვის ვგეგმავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს. პირველ რიგში, გვსურს გავაფართოვოთ თანამშრომლობა ჰორეკა სექტორთან და სპეციალიზებულ მაღაზიებთან. ასევე, ვმუშაობთ ექსპორტის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ევროპის ბაზარზე, სადაც ნატურალური და უნიკალური ალკოჰოლური სასმელების მიმართ მაღალი ინტერესია.

განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2025 წლისთვის  გვინდა ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან თანამშრომლობის დაწყება, რათა ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მომხმარებლისთვის საქართველოს მასშტაბით. ამ კუთხით მზად ვართ აქტიური კომუნიკაციისთვის პოტენციურ პარტნიორებთან და ვმუშაობთ ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაზე.

ჩვენი ძირითადი მიზანია პროდუქციის ხარისხის შენარჩუნება და კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებავგეგმავთ მცირე დეგუსტაციების ორგანიზებას შერჩეული პარტნიორების მეშვეობით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაიცნონ ჩვენი უნიკალური პროდუქტი. ვფიქრობთ, რომ 2025-2026 წლები იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოქროველის ბრენდის განვითარების და პოპულარიზაციის გზაზე.

 

ცნობისთვის, „ოქროველი“ არის პატარა საოჯახო წარმოება, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს ტყის მოცვის ნატურალური წვენისგან, სასიამოვნო და სასარგებლო სასმელს. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ველური მოცვის ღვინო გამოირჩევა მაღალი ანტიოქსიდანტური <spa

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სადაც კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

09.05.2025.12:20

კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.

„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.

თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.

„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა