რა განაპირობებს აჭარის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ზრდას - „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრება
ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები იძლევა, რადგანაც ავტობანის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში მოხვედრა უკვე 40-50 წუთში იქნება შესაძლებელი. როგორც Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ განაცხადა, თუ კი კონკრეტულ ქალაქთან აეროპორტი 40 წუთზე ნაკლებ სავალში იმყოფება ის ითვლება ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად.
„რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის როლს და მნიშვნელობას ეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური პოზიცია არ არის, საერთაშორისო კვლევები ტარდება, ერთ-ერთი ინდიკატორი არის თუ 40 წუთზე ნაკლები მანძილის დაფარვას საჭიროებს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე, ის ითვლება ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად. საერთაშორისო სტანდარტი ასეთი გახლავთ. ქალაქთან ბათუმის აეროპორტის ეს სიახლოვე შეგვიძლია შესაძლებლობად ვაქციოთ. თუმცა რაც შეეხება დამატებითი საერთაშორისო რეისების გახსნას, ეს ალბათ უფრო ხელისუფლებისა და ამ სექტორის წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ჩვენზე.
თუმცა, ასევე შეგვიძლია დადებით კონტექსტში ვთქვათ ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტი საერთაშორისო მაგისტრალის ავტობანის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო სწრაფად დაკავშირებადი აეროპორტი გახდება აჭარასთან და იმ დაახლოებით 40-50 წუთიან გზის დაფარვის მაჩვენებელს, რასაც საერთაშორისო სტანდარტები ჰქვია, კიდევ მეორე აეროპორტი დაემატება.
შეგვიძლია ესეც დავუკავშიროთ ტურისტული პოტენციალის ზრდას. თუ ჩავთვლით, რომ ქუთაისის აეროპორტიდან აჭარამდე არა უშუალოდ ბათუმამდე, აჭარის რეგიონამდე 50 წუთი სჭირდება ტურისტს მანძილის დასაფარად, ის იმ სტანდარტებში ჩაჯდება როცა მომხიბვლელობა იზრდება ქალაქის ტურისტული შესაძლებლობის“, - აღნიშნა მამუკა მახარაძემ.
სხვა სიახლეები
სომხეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სარევიზიო გაანგარიშებას ქართველი კონსტრუქტორი დავით ხარანაული შეასრულებს
02.05.2026.18:42
დავით ხარანაული საქართველოში მოქმედი ინჟინერ-კონსტრუქტორი, საპროექტო კომპანია KHARANAULI Engineers - ის დამფუძნებელი და მთავარი კონსტრუქტორია. ამჟამად დავითი, სომხეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის Skyline-ის სარევიზიო გაანგარიშებაზე მუშაობს. პროექტის შესხებ Business Insider Goergia-ს თავად დავითი ესაუბრა:
დავით ამ დროისთვის მუშაობთ სომხეთში, ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სარევიზიო გაანგარიშებაზე, შეგიძლიათ მოგვიყვეთ პროექტის და პროექტში თქვენი როლის შესახებ?
Skyline - სომხეთში ერთერთი მსხვილი დეველოპერული პროექტია, ცათამბჯენის ორგინალი დიზაინის ავტორი არის საერთაშორისო კომპანია ARUP, ჩვენ ჩართული ვართ, როგორც დამოუკიდებელი ინჟინრები. ARUP - ისგან დამოუკიდებლად, ვაკეთებთ შენობის შემოწმებით ანგარიშს და კონსტრუქციული პროექტის სრულ რევიზიას, მოგეხსენებათ ასეთი საპასხუსმგებლო ობიექტების პროექტირება არ ხდება მხოლოდ ერთი კომპანიის ან ერთი ინჟირის მიერ, ამიტომ საჭირო იყო დამოუკდებელი ინჟინრის ჩართვა და ჩვენც სწორედ აქ აღმოვჩნდით.
რა არის პროექტის მთავარი გამოწვევა?
პროექტის მთავარ გამოწვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ რეგიონის მაღალი სეისმურობა, მოგეხსენებათ სომხეთში არსებობს ძალიან ძლერი მიწისძვრების პრეცედენტები, შესაბამისად პროექტის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს შენობის კომპიუტერული მოდელის შექმნა და მოსალოდნელი მიწისძვრების სიმულირება. ამისთვის თავად ARUP - იც და ჩვენც ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე მათემატიკური სიმულირების მეთოდებს.
რას ნიშნავს თქვენთვის ისეთი კომპანიის პროექტის რევიზიაზე მუშაობა როგორიც ARUP-ია?
ეს არის ინჟინერიის ძალიან მაღალი დონე, ARUP-ს ჰყავს ძალიან მაღალი დონის ინჟინრები, მათთან დიალოგი და კოლაბორაცია ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სამუშაო შეხვედრის შემდეგ აშკარად იკითხებოდა, რომ არ ელოდნენ ჩვენი მხრიდან ასეთი დონის პროფესიონალიზმს, შემიძლია თავისუფლად ავღნიშნო, რომ ტოლს არ ვუდებთ ანალიტიკური მეთოდებისა და თეორიულ ცოდაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რევიზია არ გულისხმობს ერთმანეთის შეცდომებზე “გამოჭერას”, პირიქით, ეს არის ინჟინრების კოლაბორაცია, იმისთვის რომ დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და როგორ ფიქრობთ კომპანიის განვითარებას?
ჩემი მთავარი მიზანია კლიენტებს შევთავაზოთ მაღალი დონის საინჟინრო სერვისები, შევქმნათ და დავამუშავოთ კონსტრუქციული პროექტები თანამედროვე სტანდარტებისა და პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით. ჩვენი ძირითადი მიმართულება მაღლივი შენობების გაანგარიშება-დაპროექტებას შეეხება, რაშიც ყოველდღე ვვითარდებით და ვცდილობთ ქართულ ინჟინერია ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ.
ცნობისთვის, კომპანია KHARNAULI Engineers თბილისში, წერეთლის 116 -ში მდებარებს. დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ დაუკავშირდნენ მეილით ან მობილურით: info@kharanauli.ge / 555 76 31 86