მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა

news image

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ მომხმარებლებს უფრო მაღალი თანხის მიღების შესაძლებლობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ  დღეისთვის აქტივის ფასი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა.

გაზრდილი ფასებით სარგებლის მისაღებად ორი გზა არსებობს:  

  1. თუ თანხა ახლა გჭირდება:

მაგრამ არ გსურს, შენი ნივთი, ძვირფასი და მზარდი აქტივი, გაყიდო, საუკეთესო გამოსავალია, ის დროებით „ექსპრეს ლომბარდს“ მიანდო.  ამით, ერთი მხრივ, საჭირო თანხას მომენტალურად მიიღებ, მეორე მხრივ კი, შეინარჩუნებ საკუთარ ნივთს, რომლის ღირებულებაც მომავალში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ფილიალები იხილე აქ

2. თუ უკვე ექსპრეს ლომბარდის მომხმარებელი ხარ:

დამატებითი თანხის მიღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ „ექსპრეს ლომბარდში“  მოქმედი სესხი უკვე გაქვს. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ, დააფიქსირო სურვილი - დარეკო ცხელ ხაზზე (0322 39 39 39) ან მიხვიდე ფილიალში.  

ექსპერტები შენს ნივთს ახალი, გაზრდილი ტარიფით ხელახლა შეაფასებენ და იმავე ნივთის უზრუნველყოფით დამატებითი თანხის მიღებას შეძლებ.

რატომ იზრდება ოქროს ფასი?

წელს ოქროს ფასი 58%-ით არის გაზრდილი, რაც მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე საინვესტიციო აქტივად აქცევს. ოქროს გაძვირებას მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებს, რა დროსაც ინვესტორები ყველაზე გამოცდილ, სტაბილურ და სანდო აქტივს, ანუ ოქროს ყიდულობენ. გარდა ამისა, ძვირფასი მეტალის უმსხვილეს შემსყიდველთა შორის გლობალური ცენტრალური ბანკები არიან, რომლებიც ყოველთვიურად რამდენიმე ტონა ოქროს ყიდულობენ, რაც მათ სტრატეგიული რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. 

შეფასების ტარიფები:

999 – 111.84$ (ექვ.ლარში)
958 – 107.20$ (ექვ.ლარში)
916 – 102.51$ (ექვ.ლარში)
750 - 83.53$ (ექვ.ლარში)
585 – 65.34$ (ექვ.ლარში)
500 - 55.55$ (ექვ.ლარში)
375 - 40.40$ (ექვ.ლარში)

032 2 39 39 39 | *3939  

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები იხილე აქ: https://expresslombard.ge/ka/misamartebi

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თანხის გაყოფის ფუნქციონალი საქართველოს ბანკისგან - ელ.კომერციის პლატფორმებისთვის

22.10.2025.15:07

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის ტემპი თანდათანობით იზრდება, იმატებს ციფრული სავაჭრო პლატფორმების რიცხვი, იზრდება მათი მასშტაბები და იცვლება მომხმარებლების სურვილებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მარტივი და მოქნილი გახდეს ამ პლატფორმების ყოველდღიური პროცესები. ეს კი, საბოლოო ჯამში, მომხმარებლების კმაყოფილების გარანტი ხდება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს თანხის გაყოფის ფუნქციონალი (Split Payment) შესთავაზა. პროდუქტი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გადალახონ ნავაჭრი თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებული ბარიერები და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ავტომატურად გადაურიცხონ კუთვნილი ნაწილი. პროდუქტის შესახებ საქართველოს ბანკის Product Owner, ლია დარსალია საუბრობს.

„თანხის გაყოფის ფუნქციონალმა კომპლექსური პროცესი, რომელიც მერჩანტებს ხელით უნდა შეესრულებინათ, მარტივად ჩაანაცვლა. მანამდე, ბიზნესებს ნავაჭრი თანხის მექანიკურად გადანაწილება უწევდათ ტრანზაქციის მონაწილეებზე — ვინც ნივთი სავაჭრო პლატფორმაზე განათავსა, კურიერზე თუ სხვა ჩართულ პირებზე. ახლა კი ფინანსური პროცესები ხელით ჩარევის გარეშე, ავტომატურად იმართება, თითოეული მხარე კი კუთვნილ თანხას სწრაფად იღებს“, - აღნიშნავს იგი.

ინიციატივით სარგებლობისას სავაჭრო პლატფორმებმა რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინონ:

● უნდა ჰქონდეთ საქართველოს ბანკის ანგარიში;
● შესაძლებელია თანხის მაქსიმუმ 15 ნაწილად გაყოფა;
● მერჩანტმა გადახდის დავალებაში უნდა მიუთითოს ან თანხის პროცენტული გადანაწილება ან კონკრეტული თანხა, რომელიც უნდა ჩაერიცხოს ტრანზაქციის მონაწილეებს;

პროდუქტს რამდენიმე უპირატესობა აქვს.

„პირველ რიგში, მცირდება შეცდომის ალბათობა, რადგან ხელით გადანაწილებისას ნაცვლად, თანხა ტრანზაქციაში ჩართული ყველა მხარეს ავტომატურად ირიცხება; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დრო, რომელიც მერჩანტს ამ ინიციატივით ეზოგება. ონლაინ ვაჭრობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსებთან დაკავშირებული შეფერხებები ბიზნესის ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს უშლის. პროცესების ავტომატიზაციით კი საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ასრულებს ტრანზაქციებს, არამედ უზოგავს რესურსსა და დროს მერჩანტებს, რათა მათ სერვისების გაუმჯობესებასა და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებაზე მეტად იზრუნონ“, - ამბობს ლია დარსალია.

დაბოლოს, ეს ინიციატივა თანხვედრაშია ციფრული ტრანსფორმაციის გლობალურ ტრენდთან. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის კუთხით მოწინავე კომპანია საქართველოსა და რეგიონში, აწესებს ახალ სტანდარტებს, რომელიც ბიზნესებს აძლევს მეტ შესაძლებლობას და დროს განვითარებისთვის.

აღმოაჩინეთ Payment მენეჯერის შესაძლებლობები ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, ბიზნეს მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა