2026 წლისთვის „მარილა“ წარმოების ზრდას გეგმავს
„მარილა“ პირველი ქართული ღვინის მარილის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე Business Insider Georgia - სთან 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.
„2026 წლისთვის, „მარილა“ საწარმოო პროცესის გაზრდას გეგმავს, რაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ასორტიმეტისა და პროდუქციის რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ასევე იგეგმება საექსპორტო ქსელის გაფართოვება აშშ-ს სხვა შტატებსა და ჩრდილოეთ ევროპაში.
კომპანია განაგრძობს ხარისხიან და ძვირადღირებულ ნედლეულზე მუშაობას, რაც მკაფიოდაა ასახული „მარილას“ თითოეული პროდუქტის გემოში, ფერში, არომატებში, შეფუთვასა და რაც მთავარია აზრში.

ამ ასორტიმენტითა და აქტიურობით, „მარილა“ გამორჩეული ბრენდი გახდა ბაზარზე და კვლავ ინარჩუნებს ლიდერულ და ინოვაციურ ნიშას “, - აცხადებს თამარ აბულაძე.
ცნობისთვის, „მარილა“ იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით. რეცეპტი დაცულია საქპატენტში, როგორც „მარილას“ მეთოდური ნაშრომი.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.