მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

2026 წლისთვის ჩვენი მთავარი მიზანი ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე - „რთველისი“

news image

„რთველისი“ მაღალი ხარისხის ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელების მწარმოებელი კომპანიაა. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის ბრენდის მენეჯერს კატო დედაბრიშვილს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი „რთველისისთვის“ მნიშვნელოვანი ზრდისა და პოზიციების გამყარების წელი იყო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვნად გავიმყარეთ ჩვენი პოზიციები და კიდევ უფრო გავაფართოვეთ დისტრიბუცია. ამ ეტაპზე რთველისის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში. ჩვენი ღვინო სრულად არის წარმოდგენილი ისეთ მსხვილ ქსელებში, როგორებიცაა Spar და Nikora და იყიდება მათ ქსელურ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ღვინის მაღაზიის და ბარის გახსნა შერატონ მეტეხი პალასში, რაც ბრენდისთვის ახალი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს მნიშვნელოვნად გავიმყარეთ პოზიციები უკვე არსებულ ბაზრებზე, სადაც „რთველისი“ დღეს ასოცირდება მაღალი ხარისხის, სანდო და სტაბილურ მწარმოებელთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულება, რაც კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია.

2025 წელს კომპანიას დაემატა ახალი საექსპორტო ქვეყნები, მათ შორის იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და ყირგიზეთი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ბრენდის მზარდ ინტერესს სხვადასხვა რეგიონში და გვაძლევს მყარ საფუძველს შემდგომი განვითარებისათვის.


- როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების/ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წლისთვის ჩვენი მთავარი მიზანია ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. დღეს უკვე წარმოდგენილები ვართ საკმაოდ ბევრ ქვეყანაში და ჩვენი მიზანია, წლიურ ჭრილში კიდევ უფრო გავზარდოთ გაყიდვები კონკრეტულად ამ ბაზრებზე.

რაც შეეხება ახალი ქვეყნების დამატებას, ამ მიმართულებით მუდმივად აქტიურად ვმუშაობთ და გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტნიორთან. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელს ჩვენს საექსპორტო პორტფელს მინიმუმ 3–4 ახალი ქვეყანა დაემატება.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ასორტიმენტის ეტაპობრივ გაფართოებას, თუმცა ამ პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტი კვლავ ხარისხის შენარჩუნება და პროდუქტის სწორი პოზიციონირებაა.

მომხმარებლის ქცევა მუდმივად იცვლება და დღეს ისინი უფრო მეტად ითხოვენ ხარისხიან და განსხვავებულ პროდუქტებს. სწორედ ამ ტენდენციებზე დაყრდნობით ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი იდეებისა და მიმართულებების განვითარებაზე და 2026 წელსაც ვგეგმავთ მომხმარებლებისთვის საინტერესო და გამორჩეული პროდუქტების შეთავაზებას კვლავაც ჩვენც პრემიალურ და სარეზერვო სეგმენტში.

ექსპორტის მიმართულებით, მთავარი აქცენტი კვლავ გაკეთდება უკვე არსებულ ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო გამყარებაზე და პარალელურად ახალ ბაზრებზე ეტაპობრივ შესვლაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის სწორად შერჩევა და ბაზრის სპეციფიკის დეტალური გააზრება, რათა ბრენდის განვითარება იყოს სტაბილური და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული.

ცნობისთვის, "რთველისმა" აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს, პანდემიის პერიოდში წამოიწყო. კომპანია ფლობს საკუთარ ღვინის ქარხანას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ქარხნის ტერიტორიაზე ასევე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს.

კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში - „თეგეტას“ სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს

29.01.2026.17:06

მასშტაბური კომერციული რეალიზაცია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების კომპლექსური მოდელი, ახალი ბრენდები და მყარი პოზიციები რეგიონში - 2025 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესში სტრატეგიული ჩართულობა და მსხვილი ბიზნესის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოლდინგის როლი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზების პროცესში. 

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „გასული წელი ფუნდამენტური ცვლილებებით დაგვამახსოვრდა ბიზნესის განვითარების კუთხით. რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ გაყიდვებშიც. ჩვენთვის  ერთ-ერთი საამაყო პროექტი თბილისის 200 ერთეული თანამედროვე ავტობუსით მომარაგება იყო. ამ მიმართულებით „თეგეტას“ დიდი გამოცდილება აქვს, წელს კი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ქალაქს თანამედროვე, მაღალი სტანდარტის MAN-ის ბრენდის 18-მეტრიანი სატრანსპორტო საშუალებები მივაწოდეთ. 

ჩვენი მიზანი მხოლოდ ტექნიკის მიწოდება არ არის. კომპანიის  სტრატეგია ისეთი ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს, სადაც თითოეული ერთეული ტექნიკა მაქსიმალური დატვირთვითა და მინიმალური დანახარჯებით მუშაობს. ეს მიდგომა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის და სამუშაოების უწყვეტობას უზრუნველყოფს“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, მძიმე და სატვირთო ტექნიკის ბიზნესმიმართულება გასულ წელს პირველად, თუმცა მასშტაბური პარტნიორობით სადისტრიბუციო სეგმენტშიც შევიდა. ჰოლდინგმა საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში MAN-ის 58 ერთეული სატვირთო, საერთაშორისო კომპანიის ჩართულობით, Coca-Cola Bottlers Georgia-ს მიაწოდა. 

მაღალი კლასის ტექნიკით მოამარაგა „თეგეტამ“ სამშენებლო სექტორიც. უშუალოდ სატვირთო მიმართულების ჯამური მაჩვენებელი კი 150 ერთეულის რეალიზაციაა, რაც ქართულ ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის 70%-ს შეადგენს.

კომპანიის მაღალი სტანდარტები არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ პარტნიორების მხრიდან  სანდოობაზე აისახება. სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ რეპუტაციის გათვალისწინებით, საქმიანობის ისტორიაში პირველად, გერმანულმა ავტოგიგანტმა MAN-მა საერთაშორისო კონფერენცია დუბაის რეგიონული კლასტერის გარეთ, თბილისში გამართა. მასპინძელი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. 

„გვეამაყება, რომ MAN-ის მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ჩვენი ორგანიზებით მოეწყო. TG Sales and Product Training-ს დილერები 23 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. უშუალოდ პრაქტიკული ნაწილი ჩვენს მრავალფუნქციურ ცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. 

მსგავსი ღონისძიებები კომპანიას აძლიერებს, არა მხოლოდ როგორც MAN-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, არამედ როგორც რეგიონულ ჰაბს, სადაც ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ხდება“, - აცხადებს ზურაბ ალავიძე.  

მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას მოითხოვდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები აზერბაიჯანში, სადაც „თეგეტამ“ გასულ წელს ორ ტენდერში გაიმარჯვა. 10-მილიონიან ქვეყანას კომპანიამ 100-მდე ერთეული JCB-ს ტექნიკა გადასცა. ბრიტანული პრემიუმ ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში არიან ჩართულები. ტექნიკის მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ბაქოს სპეციალური დანიშნულების ავტოპარკის სრულ გამართულობაზეა პასუხისმგებელი.

სწორედ JCB-ს უშუალო ჩართულობით დაიწყო „თეგეტამ“ ტრანსფორმაცია გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით. ბრიტანულ ბრენდთან პარტნიორობით დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სისტემური მიდგომები, რაც მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის მკვეთრ გაუმჯობესებას ემსახურება.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მიზანი გაყიდვების სტანდარტული მოდელიდან პარტნიორობის კომპლექსურ სისტემაზე გადასვლაა. JCB-სთან თანამშრომლობით დავნერგეთ საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც განსაკუთრებული როლი თანამედროვე ტექნოლოგიებს ენიჭება. მაგალითად, JCB Live link სისტემის მეშვეობით ჩვენ არა მხოლოდ რეალურ დროში ვმართავთ ტექნიკის ექსპლუატაციას, არამედ პრევენციულ მომსახურებაზე გადავდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მანამ ვხედავთ რისკებს, სანამ ისინი შეფერხებად იქცევა. 

ამასთან ერთად, ჩვენს B2B მომხმარებელს ახალ მიდგომას ვთავაზობთ. ეს არის Total Cost of Ownership, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ტექნიკის ღირებულება არა მხოლოდ ყიდვის მომენტში, არამედ მისი ფლობის სრულ პერიოდში შეფასდეს. ეს არის რეალური დანახარჯების გათვლა შეძენიდან ექსპლოატაციის ბოლომდე. მომხმარებელი იღებს სრულ ეკოსისტემას: ტექნიკის მიწოდება, პროფესიონალური სერვისი და ავტოპარკის ციფრული კონტროლი“. 

2025 წლის შედეგებშია მოლაპარაკებების დაწყება ახალ ბრენდებთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მძიმე, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების პორტფელი მნიშვნელოვნად გაფართოვდება. ასევე გეგმაშია მომსახურების სისტემების კიდევ უფრო დახვეწა და გამარტივება. იზრდება ჰოლდინგის როლი რეგიონული მასშტაბითაც, სადაც „თეგეტა“ საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიას არა მხოლოდ კომერციულ, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჭრილში მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა