მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.5
0.0738
flag
AZN 1.6019
0.0183
flag
CNY 39.487
0.0366
flag
EUR 3.1695
0.0089
flag
GBP 3.6431
0.0366
flag
KZT 54.76
0.0095
flag
TRY 0.062
0.0008
flag
USD 2.7234
0.0312

2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება

news image

16-17 იანვარს, ზამთრის საშეჯიბრო სეზონს მესტიის ეტაპი გახსნის. ზურულდის ტრასაზე სლალომის და გიგანტური სლალომის კატეგორიებში, გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრი გაიმართება. ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ ოთხმოცამდე მოთხილამურე.

2026 წლის სეზონზე საქართველოს თასის ეტაპები ზამთრის სხვადასხვა კურორტზეა დაგეგმილი. ამ სპორტული ღონისძიებების ჩატარებას აქტიურად უწყობენ ხელს რეგიონული მუნიციპალიტეტები. საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა 2026 წლის საშეჯიბრო კალენდარი. მეორე ეტაპი გოდერძიზე (ჭანჭახი) 7-8 თებერვალს გაიმართება, ბაკურიანი (დიდველი) 28 თებერვალსა და 1 მარტს მესამე ეტაპს უმასპინძლებს, გუდაურში კი დასკვნითი მეოთხე ეტაპი 21-22 მარტს ჩატარდება.

ასპარეზობებს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეტაპებზე შესაბამის ქულებს დააგროვებენ. ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რებრენდინგი, სიახლეები და სამომავლო გეგმები — ინტერვიუ LI.O-ს დამფუძნებელთან

05.03.2026.16:00

2026 წლიდან ბრენდმა რებრენდინგი განიცადა და ამჟამად ბაზარზე LI.O-ს სახელით პოზიციონირებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ლიკა კიკნაძემ განუცხადა.

„განვახორციელეთ რებრენდინგი და ახალი წლიდან ბაზარზე LI.O-ს სახელით ვოპერირებთ, რაც ჩვენი ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი, დახვეწილი მოდელების შექმნის მიზნით, „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტში გავიარე სასწავლო კურსი თათა ვარდანაშვილის ხელმძღვანელობით, ჩანთებისა და აქსესუარების მიმართულებით. აღნიშნულმა კურსმა მომცა ცოდნა და შესაძლებლობა, ნატურალური მასალისგან შემექმნა ახალი, ტექნიკურად უფრო რთული, და მომხმარებლისთვის საინტერესო მოდელები. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერესი ბრენდის მიმართ და დადებითად აისახა გაყიდვებზეც “, - ამბობს ლიკა კიკნაძე.

ამჟამად, ბრენდი 20-მდე სახეობის განსხვავებულ მოდელს აერთიანებს.

„ამ დროისთვის ჩვენი ბრენდი აერთიანებს 20-მდე განსხვავებული სტილისა და ემოციის მოდელს, შექმნილს მომხმარებლისთვის სასურველი მასალებით, ფერებითა და ზომებით. ჩვენი მიზანია მომავალში კიდევ უფრო მეტი გამორჩეული დიზაინის შემუშავება და კოლექციის გაფართოება. ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მომხმარებელს შემოვთავაზოთ მაღალი ხარისხის და უნიკალური სტილის პროდუქცია “, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდი მომავალში თათა ვარდანაშვილთან კოლაბორაციას გეგმავს.

„სულ მალე LI.O მომხმარებელს განსაკუთრებულ კოლაბორაციას შესთავაზებს. ერთობლივი ხედვა, სტილი და დეტალები ახალ ისტორიას შექმნის.

ჩანთებისა და აქსესუარების წარმოებას თათა ვარდანაშვილის სახელოსნოში პირადად ვუხელმძღვანელებ “, - აცხადებს ლიკა კიკნაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა