მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

news image

მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. რაგბის ახალგაზრდა ტალანტებს თბილისისა და ქუთაისის სტადიონები უმასპინძლებენ. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველო პრესტიჟული სარაგბო ტურნირის მასპინძელი იქნება. 2017 წელს, პირველად ვუმასპინძლეთ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდი რეზონანსი გამოიწვია. 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთი ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი - მონაწილე გუნდების რაოდენობა 11-დან 16-მდე გაიზრდება. ეს ქართველ გულშემატკივარს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი თვალით იხილოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავები. 

მომავალ წელს, საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად, ამჟამად, იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც წინა წლის ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.  

მოუთმენლად ველით 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება და გვჯერა, სტუმრებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარ გამოცდილებას შევთავაზებთ. 

თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემპიონატი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის  საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენისა და ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა იქნება. 

#ერთადგავიმარჯვებთ

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა - დორა

21.07.2025.18:00

„დორა“ არის ქართული ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2017 წელს, 9 წლის ასაკში დავიწყე, როგორც ჰობი და საინტერესო ექსპერიმენტი, - განაცხადა Business Insider Georgia - სთან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი შეშაბერიძემ.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში „დორა“ პატარა სამზარეულოდან გადაიზარდა რეალურ საწარმოო პროცესში, რომელმაც მრავალი მომხმარებლის სიყვარული მოიპოვა.

„მიმდინარე ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ,,დორა,, ამზადებს ნებისმიერი სირთულის ჯოხიან კანფეტს როგორიც არის ფოტო კანფეტი, გამომშრალი ხილით, ღვინის კანფეტი და სხვა მრავალი სახის “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის ქიმიური დანამატების გარეშე წარმოებაა.

„კომპანიის უპირატესობა არის ის, რომ ტკბილეული მზადდება ქიმიური დანამატების გარეშე ძველი ტრადიციული ,,მამალოს“ დამზადების მეთოდით, ასევე ის რომ კანფეტის სირთულე, „დორაში“ არ არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული კანფეტი მზადდება ხელით, ამიტომ მასში ჩაქსოვილია ძველი მამალოს სპეციფიკა, რაც ნოსტალგიურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც ძველად სახლში საკუთარი ხელით ამზადებდნენ მამალოს და ასევე ახალი თაობისთვის, რომლებიც ბაზარზე არსებული ჯოხიანი კანფეტებისგან განსხვავებულ მეტად ნატურალურ, სახალისო, გემრიელ და ქართულ პროდუქტს იღებენ “, - აღნიშნავს გიორგი შეშაბერიძე.

„დორას“ მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული მამალო გახდეს მსოფლიო მასშტაბის წარმატებული ბრენდი „“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ისეთ ობიექტებში როგორიცაა : Wendy’s, Dunkin’ და სხვა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა