2026 წლის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრების გაფართოება და საექსპორტო მიმართულების გაძლიერებაა - „ჩირჩხელა“
„ჩირჩხელა“ ნატურალური ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 8 წელია ბაზარზე ოპერირებს. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირმა კვაჭანტირაძეს, ესაუბრა.
„2025 წელი პრაქტიკულად საუკეთესო წელი აღმოჩნდა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ მიწვეული ვართ ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენა, The International Restaurant & Foodservice Show of New York–ზე, რომელიც 8–10 მარტს გაიმართება. გვექნება B2B და პანელური შეხვედრები. სამი დღის განმავლობაში 20-მდე წინასწარ შეთანხმებულ და დაინტერესებულ მონაწილესა და ვიზიტორს შევხვდებით. ეს იყო ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯი 2025 წელს.
გარდა ამისა, გერმანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები და თებერვალში ვიზიტს ვგეგმავთ. მოთხოვნა რამდენიმე სახეობის ჩირზეა, რომლის შეფუთვასაც პარტნიორები თავად უზრუნველყოფენ, რადგან მათთვის ფასი უფრო ხელსაყრელია.
საერთაშორისო მიმართულებით წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც თავიდანვე ჩვენს მიზანს წარმოადგენდა.
რაც შეეხება 2026 წელს, კომპანიის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრების გაფართოება და საექსპორტო მიმართულების გაძლიერებაა “, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა
10.03.2026.18:00
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.
დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.
როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.
სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.