მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

2026 წლის მთავარი გეგმა საექსპორტო ბაზრების გაძლიერებაა - "კეთილი და პატიოსანი"

news image

კომპანია კეთილი და პატიოსანი 2013 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის წარმომადგენელს იოსებ მანჯავიძეს ესაუბრა.

„2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. აქტიურად დავიწყეთ ქოშერული ყურძნის წვენის წარმოება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაული სათვისტომოებისთვის არის განკუთვნილი მათ შორის ისრაელში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. აღნიშნული პროდუქტი პირველად, შეკვეთით, 2024 წელს ვაწარმოეთ.

ISO-სა და HACCP-ის გარდა, ვფლობთ ქოშერულ სერტიფიკატსაც. ამ ეტაპზე დაწყებული გვაქვს პროცესი „ჰალალის“ სერტიფიკატის მისაღებად.

ეს მნიშვნელოვნად გვიმარტივებს პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან აზიის ბაზრებისთვის „ჰალალი“ განსაკუთრებით მისაღებია. ამასთან, ისრაელი ჩვენთვის საინტერესო და მზარდი ბაზარია. ჩვენი სხვა პროდუქციის მიმართ მაღალი ინტერესია როგორც აშშ-ში, ასევე ისრაელში.

პროდუქცია კიდევ უფრო დავხვეწეთ, რაც 2025 წლის მეორე ნახევარში რეალიზაციაზეც აისახა, აშშ-ში სამი კონტეინერი გაიგზავნა. ჩვენი ძირითადი ბაზარი ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებია, ევროპაში კი თავდაპირველად მოსინჯვითი ექსპორტი განხორციელდა და ახლა პოზიციების გამყარების ეტაპზე ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანიაში ერთ-ერთ დიდ ქსელთან.

ისრაელში იგეგმება როგორც ქოშერული ყურძნის წვენის, ასევე ჩვენი სხვა პროდუქციის გაგზავნა. მოლაპარაკებები გვაქვს უზბეკეთთანაც და დაინტერესება ფიქსირდება აზიის რამდენიმე ქვეყანიდან, მათ შორის ჩინეთიდან.

ჩინეთის ბაზრის მოთხოვნა პლასტიკურ შეფუთვაზეა, ჩვენ კი, მოგეხსენებათ, შუშის შეფუთვას ვიყენებთ. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, შეკვეთილი გვაქვს შესაბამისი დანადგარი, რათა კონკრეტულ ქვეყნებს პროდუქცია პლასტიკური შეფუთვით შევთავაზოთ.

მთავარი სამომავლო გეგმა საექსპორტო ბაზრების გაძლიერებაა. პარალელურად, გვაქვს სურვილი ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებისაც. ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას სუპერმარკეტებთან დაკავშირებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივ ბაზარზეც უფრო ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილები.

ადგილობრივი ბაზრის მხრიდან მოთხოვნა მზარდია. ჩვენი პროდუქცია ვიტამინებით გაჯერებულია და ძალიან კარგია, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის და სპორტსმენებისთვის. ეს უფრო საკვებია, ვიდრე გამაგრილებელი სასმელი. თუმცა, კერძო სუპერმარკეტებთან თანამშრომლობა საკმაოდ რთულია, ამიტომ პროდუქციის მასშტაბური გაშლა ცოტა გვიჭირს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხები მალე დალაგდება. პრემიერის პირველ განცხადებას როცა ვუსმენდი, მეგონა, მე ვსაუბრობდი იმდენად ახლოს არიან იმ პრობლემასთან, რომელიც მარტო ჩვენ კი არა, ბევრ მწარმოებელს აწუხებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული წარმოება პრიორიტეტში იყოს “, - აღნიშნავს იოსებ მანჯავიძე.

ცნობისთვის, პროდუქცია გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ხაჭოსა და კლასიკური პასკები სამი ზომით - როგორია "დივოლ"-ის სააღდგომო ასორტიმენტი

03.04.2026.14:00

საკონდიტრო „დივოლ“-მა გარკვეული პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა და უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გველებიანმა განუცხადა.

„მუშაობა განვაახლეთ და მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლე შევთავაზეთ. ჩვენი ასორტიმენტი გამრავალფეროვნდა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მზა ცომეული, როგორიცაა ლობიანი, ხაჭაპური და ნახევრად ფენოვანი ლობიან-ხაჭაპური. ეს პროდუქტები მათი მოთხოვნის გათვალისწინებით დავამატეთ.

სამომავლოდ გეგმაში გვაქვს Fresh სალათებისა და სენდვიჩების დამატება, რათა სრულად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს. ტკბილეული კი უცვლელია - იგივე ხარისხიანი, სახლური ნამცხვრები ძველი რეცეპტით, რაც აქამდე გვქონდა “, - აღნიშნავს გვანცა გველებიანი.

საკონდიტრო მომხმარებელს სააღდგომოდ პასკების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„პასკების მომზადება უკვე დაწყებულია. აქტიურად ვაწარმოებთ, ვყიდით და შეკვეთებსაც ვიღებთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ხაჭოს პასკებს. ხაჭოს პასკა წინა წელსაც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, ამიტომ წელსაც გვაქვს გაყიდვაში.

მომხმარებლებს სამი ზომის პასკას ვთავაზობთ:

• პატარა (200 გ) - 7 ლარი;
• საშუალო (800 გ) - 26 ლარი;
• დიდი (1 კგ) - 31 ლარი.

თითოეული მათგანი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საკონდიტრო ქალაქ რუსთავში, მეგობრობის 12 ნომერში მდებარეობს და დაახლოებით სამი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა