მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7079.8
0.0016
flag
AZN 1.5865
0.0002
flag
CNY 38.621
0.0015
flag
EUR 3.1595
0.008
flag
GBP 3.6515
0.0224
flag
KZT 53
0.0022
flag
TRY 0.0627
0
flag
USD 2.6974
0.0006

2026 წლის მთავარი აქცენტი ხარისხის გაუმჯობესებაა - „ჭალელი“

news image

მეღვინეობა „ჭალელი“ დაახლოებით 4 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 5 სახეობის ღვინოს სთავაზობს. Business Insider Georgia - ს 2025 წლის შეფასებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომპანიის თანადამფუძნებელი ჯაბა აბაიშვილი ესაუბრა.

„2025 წელს მოთხოვნისა და გაყიდვების კუთხით შედარებით შემცირება დაფიქსირდა და ზრდის ტენდენცია აღარ გაგრძელდა. წლის მთავარი მიღწევა კი ის იყო, რომ ავაშენეთ მარანი, გავფართოვდით და ჩვენს მეღვინეობაში შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგეთ.

გადავწყვიტეთ, რომ რაოდენობის გაზრდაზე მეტად ხარისხზე გავაკეთოთ აქცენტი. შესაბამისად, წარმოების მოცულობა არ გაგვიზრდია და ვცდილობთ ღვინის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ - ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი 2026 წლისთვის. ამასთან ერთად, ვგეგმავთ მცირე რებრენდინგსაც, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება ეტიკეტები “, - აცხადებს ჯაბა აბაიშვილი.

ცნობისთვის, „ჭალელის“ პროდუქცია წარმოდგენილია რამდენიმე რესტორანსა და მაღაზიაში. კომპანია წლიურად 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image LoveStars -ი 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე

06.01.2026.18:00

2025 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბრენდისთვის. მიუხედავად ამისა მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას და განვითარებას , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს LoveStars - ის თანადამფუძნებელმა, სალი სულთანიშვილმა განუცხადა.

„2025 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბრენდისთვის. მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას და განვითარებას. ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სხვადასხვა სიახლეები. ვფიქრობთ რომ ეს შევძელით და 2025 წელს ძალიან ჯადოსნური ამბით ვასრულებთ, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური და ფერადი გავხადოთ “, - ამბობს სალი სულთანიშვილი.

2026 წელს ბრენდი კოლექციების განვითარებასა და ბაზრის გაფართოებას გეგმავს.

„2026 წელს ყურადღებას გავამახვილებთ კოლექციების განვითარებაზე, დიზაინის მრავალფეროვნებასა და ბაზრის გაფართოებაზე. ასევე განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატებას და ბრენდის პოზიციონირების კიდევ უფრო გამყარებას. ფოკუსს გავაკეთებთ ციფრულ განვითარებაზე, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ვებ-გვერდის შექმნაზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ბრენდი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, LoveStars-ის მაღაზიები თბილისში, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N22-სა და ირაკლი აბაშიძის ქუჩა N33-ში მდებარეობს. მაღაზიები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა