2026 წლის მთავარი ამოცანა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარებაა - „ნიადაგი“
„ნიადაგი“, წამყვანი აგრო-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ხელს უწყობს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და 2026 წლის გეგმებზე კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, სალომე დიდებაშვილს ესაუბრა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის გარდამტეხი ეტაპი იყო. წელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეებით დავიწყეთ და განვახორციელეთ რებრენდინგი, რომელმაც გააფართოვა ჩვენი ხედვა და ოპერაციული მიდგომა. თავდაპირველად „ნიადაგი“ პოზიციონირებული იყო, როგორც მოცვის კულტურაზე ფოკუსირებული ნიშური კომპანია, თუმცა პრაქტიკამ და ბაზრის ანალიზმა გვაჩვენა, რომ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, მოთხოვნა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. ფერმერებსა და ინვესტორებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ ერთ კულტურაზეა კონცენტრირებული, არამედ აგრარული საქმიანობის სრულ ციკლს ფარავს - დაგეგმვიდან ექსპორტამდე. სწორედ ამ რეალობამ გვიბიძგა პროფილის გაფართოებისკენ და დღეს უკვე ვმუშაობთ კენკროვან, კაკლოვან და კურკოვან კულტურებზე.
- როგორია 2026 წლის გეგმები?
2025 წელს შექმნილი ძლიერი პარტნიორული ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას, 2026 წელს კიდევ უფრო მასშტაბურად ვიმოქმედოთ და წარმატებით დავასრულოთ პროექტები, რომლისთვისაც ნიადაგი წელს მოვამზადეთ. რაც შეეხება 2026 წლის მიზანს - წინა წლებში ჩვენი სტრატეგია საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილის მოპოვება იყო, ხოლო დღეს ვთვლით, რომ ნიადაგმა ეს პოზიცია უკვე წარმატებით დაიკავა. სწორედ ამიტომ მომავალი წლის მთავარი ამოცანა ამ პოზიციის გამყარება და სტაბილიზაცია იქნება, რათა ნიადაგი კვლავ დარჩეს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც თანამედროვე და სანდო აგროპარტნიორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გამოხატავს უწმინდესის მიმართ - შალვა ოგბაიძე
სხვა სიახლეები
27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
24.03.2026.16:46
მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 27 მარტამდე გაგრძელდება.
პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობას II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამისათვის, მათ 27 მარტამდე უნდა დაწერონ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დრო შეზღუდული არ არის.
ევერესტის ოლიმპიადის მეორე ტური დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. შედეგები კი 4 მაისს გამოქვეყნდება.
ტესტირება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
28 მარტი
თბილისი: ისანი - სკოლა შავნაბადა; დიდი დიღომი - სკოლა ინტელექტი
რუსთავი; ყვარელი; გორი; საჩხერე; თერჯოლა; ფოთი; ლანჩხუთი; ბათუმი; ამბროლაური.
29 მარტი
თბილისი: საბურთალო - მაღლივის ბიბლიოთეკა; ნახალოვკა - კერძო სკოლა ლამპარი
ქუთაისი; სენაკი; ზუგდიდი; ახალციხე.
რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.