2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერას აგრძელებს. ინიციატივა, რომელიც განათლების სფეროში გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენასა და დაფასებას ემსახურება, წელს უკვე მეათედ ტარდება, განაცხადების მიღება კი უკვე დაიწყო.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით, ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge
მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:
გამარჯვებული კი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
არდის დაზღვეულებს პოლისის შეძენა უკვე ბიტკოინითაც შეუძლიათ
21.04.2026.18:27
სადაზღვევო კომპანია არდიში აცხადებენ, რომ იწყებენ კრიპტოვალუტით, მათ შორის ბიტკოინით, გადახდების მიღებას. ამ ნაბიჯით კომპანიას ინოვაციური სადაზღვევო ფინანსური სერვისების კუთხით (Insuretech) სიახლეების დანერგვას აგრძელებს.
არდის გადაწყვეტილება ასახავს გლობალურ ტენდენციას, რომლის ფარგლებში ტრადიციული საფინანსო ინდუსტრიები სულ უფრო მეტად ითვისებენ ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურას. ბიტკოინის ინტეგრაცია საგადახდო სისტემაში კლიენტს ანიჭებს მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას - განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც კრიპტოვალუტა უკვე ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტია.
სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ახალი, ისე განახლებადი პოლისებისთვის. გადახდა განხორციელდება უსაფრთხო, გამჭვირვალე და სწრაფი ტრანზაქციის გზით, კრიპტო ექვივალენტის ავტომატური კონვერტაციით.
ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა ხელმისაწვდომია არდის განახლებული მობილური აპლიკაციის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ არამხოლოდ არსებულ კლიენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც ახლა პირველად გადაწყვეტს არდის დაზღვეულთა რიგებს შეუერთდეს.
|
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებული მომხმარებლებისთვის თუ სარგებლობთ უკვე არდის მობილური აპლიკაცია გთხოვთ განაახლოთ App Store-იდან ან Google Play Store-იდან. |
“დიდი ხანია კომპანიის საგადახდო სისტემებში აღნიშნული სიახლის დამატება გვინდოდა და ბოლო თვეებში საცდელ გარემოში ტესტირება აქტიურად მიმდინარეობდა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეიდან „არდიში“ ბიტკოინით გადახდა უკვე შესაძლებელია”. - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე, არდის გენერალური დირექტორი.