მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.5
-0.0037
flag
AZN 1.5797
-0.0008
flag
CNY 38.783
0.006
flag
EUR 3.1857
0.0169
flag
GBP 3.6551
0.0075
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0616
0
flag
USD 2.6856
-0.0014

2026 წლის იანვარში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა - APM Terminals Poti

news image

APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში კომპანიამ 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2025 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარში 47 265 TEU , ხოლო 2024-ში 42 588 კონტეინერი დამუშავდა. 

ამავდროულად, 34%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-ს მიერ იანვარში მიღებულ იქნა 35 საკონტეინერო გემი, ხოლო 2025 წლის იგივე პერიოდში - 26 გემი. ანალოგიური სტატისტიკა იყო 2024 წელსაც.

„რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2026 წლის იანვარში 16 612 ტონა ტვირთი დამუშავდა. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 31 356 ტონას შეადგენდა.  
2026 წლის იანვრის თვეში კომპანიის მიერ დამუშავდა 1082 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2025-ში - 1483 მანქანიანი კონტეინერი“, - განმარტებულია APM Terminals Poti-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა Spielwarenmesse 2026 - დან სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ხე.კადუ“

10.02.2026.16:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, სათამაშოების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა, Spielwarenmesse 2026. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო „ხე.კადუ“გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს ელენე კუჭუხიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით Spielwarenmesse 2026 - ის გამოფენას?

სათამაშოების გამოფენა „Spielwarenmesse 2026“ წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას სათამაშოების ინდუსტრიაში. გამოფენა ყოველ წელს იმართება გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში და მასში მონაწილეობას იღებს მთელი მსოფლიოდან სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები. გამოფენა 5 დღე გრძელდებოდა 12 უზარმაზარ პავილიონში გადანაწილებულ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიებს შორის, საქართველო სპეციალურად მოწყობილ ორ სივრცეში იყო წარმოდგენილი. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს 10 მწარმოებელი კომპანია ძალიან ეფექტურად იყო წარმოდგენილი. ყველა მონაწილეს ჰქონდა თავისი სივრცე, პირობა, რომ თვალნათლად ეჩვენებინა თავისი პროდუქცია, მყუდრო გარემოში შეხვედროდა ვიზიტორებს და ეწარმოებინა საქმიანი მოლაპარაკებები.

სათამაშოების გამოფენა „Spielwarenmesse 2026“-ზე მონაწილეობის მიღება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ მოვხვდი ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე. გამოფენაზე ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოისმენდით სათამაშოების ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტების, მეცნიერების გამოსვლებს, დისკუსიებს. სათამაშოების ფსიქოლოგიის, გაყიდვების შესახებ. ხდებოდა გამოცდილების გაზიარება, სასურველი კონტაქტების დამყარება.

გამოფენაზე გავიცანი არაერთი საინტერესო წარმომადგენელი, მივიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ინფორმაცია.

ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს წარმომადგენლების გაცნობა და მათთან დაახლოება.

არ შემიძლია არ გამოხატო მადლიერება პროექტ „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის და დახმარების გამო.

- აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ექსპორტის კუთხით რომელიმე ქვეყანასთან?

ბრენდი „ხე კადუ“ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, კრეატიულ, შემეცნებით სათამაშოებს, რომლის მიზანია პატარებში განავითაროს დადებითი უნარ-ჩვევები. გამოფენაზე ძირითადად დაინტერესების გამოხატვა და კონტაქტების გაცვლა ხდებოდა. იყო დაინტერესება: გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ჩინეთის, თურქეთის წარმომადგენლების მხრიდან.მოლაპარაკებებს ექსპორტის შესახებ სწორედ ამ ეტაპზე ვიწყებთ. ასევე მივიღე არაერთი საინტერესო შემოთავაზება სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობის და ურთიერთთანამშრომლობის კუთხით.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

გამოფენამ ბევრი რამ დამანახა და მასწავლა. მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ პროდუქციის დახვეწაში.

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დაინტერესებულ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ.

პარალელურად, ვმუშაობთ „ხე კადუს“ ახალ სათამაშოზე, რომლის პრინციპი უცვლელი რჩება - პატარა სათამაშოს დახმარებით იშრომებს, თავისი გემოვნებით გააფორმებს და შექმნის ნივთს, ხოლო თამაშის შემდეგ, პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებს მას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა