მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

2026 წლიდან მომხმარებელს ვორქშოპებისთვის განკუთვნილ სივრცეს შევთავაზებთ - IkoKids

news image

IkoKids ქართული საბავშვო ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ხელნაკეთ და განმავითარებელ სათამაშოებს, ასევე ოთახის უნიკალურ დეკორაციებს. Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, ია შენგელიას 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

2025 წელი კარგი წელი იყო. წინა წლებისგან განსხვავებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში უფრო აქტიურად მივიღე მონაწილეობა, რასაც პოზიტიური შედეგები მოჰყვა.

წლის განმავლობაში გაყიდვები დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, დავიწყე ვორქშოფებისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობა სახელოსნოსთან ახლოს, რომელიც 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა.

ცნობისთვის, კომპანია წარმოების პროცესში იყენებს მაღალი ხარისხის მასალასა და სერტიფიცირებულ ქსოვილებს, რაც საქართველოს ბაზარზე ფაქტობრივად არ მოიპოვება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Onex Georgia იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში, რათა თქვენ მიიღოთ ამანათი ტრადიციულად, სწრაფად და უსაფრთხოდ - მარიამ ადამია

02.01.2026.10:00

მიმდინარე წელს საქართველოში ყოველი მესამე ქვეყნებიდან შემოსული საფოსტო გზავნილის 30%-ს სწორედ Onex Georgia მოემსახურა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ONEX.GE-ს მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ადამიამ, განუცხადა.

მისი თქმით, 2025 წელი კომპანიისთვის მართლაც გარდამტეხი, დინამიკური და პროგრესით სავსე იყო.

„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით გავხსენით ახალი, ინოვაციური დასორტირების ცენტრი, ასევე წარმატებით ავამოქმედეთ ახალი საკურიერო სისტემა, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა მთელი თბილისის მასშტაბით ამანათები პირდაპირ მომხმარებლის სახლამდე მიგვეტანა სწრაფად, უსაფრთხოდ და მაქსიმალური კომფორტით. ამ შედეგის ფონზე, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ - ეს არის რეკორდი, თუმცა ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და აქ გაჩერებას არ ვაპირებთ.

დღეს Onex Georgia-ს სერვისცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ახალქალაქში.

ჩვენი გუნდი აერთიანებს დაახლოებით 150 ძირითად თანამშრომელსა და 200 მომსახურე პერსონალს - ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თქვენს ამანათებზე.

ჩვენი სანდო პარტნიორები არიან Temu, Pinduoduo და iHerb, ხოლო ძირითადი მიმართულებები მოიცავს აშშ-ს, ჩინეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთს.

თუმცა 2026 წელი კიდევ უფრო ამბიციური იქნება - გაიზრდება როგორც პარტნიორების, ისე მიმართულებებისა და სერვისცენტრების რაოდენობა.

ჩვენი მიზანი კი ნათელია და მტკიცე: Onex Georgia იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში, რათა თქვენ მიიღოთ ამანათი ტრადიციულად, სწრაფად და უსაფრთხოდ“, - აცხადებს მარიამ ადამია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა