2026 წელს Optimo კონცენტრირდება ფუნქციონალის პრაქტიკულ განვითარებაზე და პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე - მარიამ შალიკიანი
2025 წელი Optimo • ოპტიმო-სთვის ზრდისა და სტაბილურობის პერიოდი იყო - გაიზარდა კომპანიის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ხოლო პროგრამა უფრო მეტად ჩამოყალიბდა მართვის ინსტრუმენტად, რომელიც ბიზნესებს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
როგორც Optimo-ს მარკეტინგის მენეჯერი მარიამ შალიკიანი Business Insider Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, 2026 წელს კომპანია კონცენტრირებული იქნება ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზაციაზე, ფუნქციონალის პრაქტიკულ განვითარებაზე და მომხმარებელზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე. გეგმებში ასევე შედის საერთაშორისო ბაზრების გაფართოება, რაც Optimo-ს კონკურენტულ უპირატესობებს რეგიონულ დონეზეც გაზრდის.
- როგორ შეაფასებთ Optimo-ს განვითარების პროცესს 2025 წელს? კომპანიის ოპერირების პროცესში, რა იყო მთავარი მიღწევები პროგრამის გამოყენებისა და მომხმარებელთა ბაზის ზრდის მხრივ?
- 2025 წელი Optimo-სთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და სტაბილიზაციის წელი იყო. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის გამარტივებას, ფუნქციონალის დახვეწასა და რეალური ბიზნეს პროცესებისადმი მაქსიმალურ მორგებას. გაიზარდა როგორც აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ისე პროგრამის ყოველდღიური გამოყენების ინტენსივობა. მთავარი მიღწევა იყო ის, რომ Optimo უფრო მეტად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ აღრიცხვის, არამედ მართვის ინსტრუმენტად, რომელიც ბიზნესებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
- რომელ სექტორებში დაფიქსირდა ყველაზე აქტიური გამოყენება 2025 წელს და თქვენი აზრით რატომ?
- 2025 წელს ყველაზე აქტიური გამოყენება დაფიქსირდა კვების ობიექტების, მაღაზიებისა და საცალო ვაჭრობის სფეროში. ამ სექტორებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარაგების ზუსტი კონტროლი, გაყიდვების დინამიკის ნახვა და ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზაცია. Optimo ამ საჭიროებებს პასუხობს მარტივი ინტერფეისითა და ფუნქციონალით, რომელიც ადვილად ინტეგრირდება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
- 2025 წელს ახალი ფუნქციების დანერგვამ რამდენად გააძლიერა მომხმარებელთა კომფორტი და ავტომატიზაცია და რა გეგმებია ამ კუთხით 2026 წლისთვის? გეგმავთ თუ არა ახალი ფუნქციებისა და მოდულების დამატებას, რომლებიც მომხმარებლებს უფრო ეფექტიანად დაეხმარება გაყიდვების, მარაგების და ფინანსური პროცესების მართვაში?
- 2025 წელს დანერგილმა ახალმა ფუნქციებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა მომხმარებელთა სამუშაო პროცესი. შემცირდა ხელით შესასრულებელი ოპერაციები და პროცესების მართვა გახდა უფრო სწრაფი და მოქნილი. 2026 წლისთვის დაგეგმილია ავტომატიზაციის კიდევ უფრო გაძლიერება, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის განვითარება და პროცესების უფრო მარტივად კონფიგურაციის შესაძლებლობა.
- რა არის Optimo-ს მთავარი სტრატეგიული მიზანი 2026 წელს?
- Optimo-ს მთავარი სტრატეგიული მიზანი 2026 წელს არის გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყოველდღიურად გამოყენებადი, სანდო და პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტი. ჩვენი მიზანია, პროგრამა დაეხმაროს ბიზნესებს პროცესების გამარტივებაში, გამჭვირვალობის გაზრდასა და ოპერაციების უკეთ ორგანიზებაში.
- როგორ გეგმავთ პროდუქტის ფუნქციონალის განვითარებას და მომხმარებელთა მუშაობის პროცესი ავტომატიზაციის ხარისხის გაძლიერებას 2026 წელს?
- 2026 წელს Optimo კონცენტრირდება ფუნქციონალის პრაქტიკულ განვითარებაზე და პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება ყოველდღიური ოპერაციების უფრო სწრაფ და სტაბილურ მართვაზე, მომხმარებლის სამუშაო პროცესზე მორგებულ ფუნქციებზე და სისტემის მოქნილ კონფიგურაციაზე. ჩვენი მიზანია, Optimo დარჩეს მარტივი, სანდო და ეფექტიანი ინსტრუმენტი ბიზნესებისთვის, რომლებიც ოპერაციების ოპტიმიზაციას ეძებენ.
- 2026 წელს დაგეგმილია თუ არა Optimo-ს გაფართოება რეგიონულ ან საერთაშორისო ბაზრებზე?
- Optimo უკვე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე, სადაც პროგრამა აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესის მიერ. ეს გამოცდილება გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ 2026 წელს კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო მიმართულება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ პროდუქტის სიმარტივე და მოქნილობა სხვადასხვა ბაზარზე, ხოლო ლოკალურ საჭიროებებზე ადაპტირებული ფუნქციონალი Optimo-ს კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ რეგიონულ დონეზე.
- საბოლოოდ, რას ურჩევდით იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ არ იყენებენ Optimo-ს, რატომ უნდა დაიწყონ პროგრამის გამოყენება 2026 წელს?
- ბიზნესებს ვურჩევთ, პირველ რიგში შეხედონ საკუთარ ყოველდღიურ პროცესებს: რამდენ დროს ხარჯავენ ხელით მუშაობაზე, რამდენად მარტივად ხედავენ გაყიდვებსა და მარაგებს და რამდენად ორგანიზებულია გუნდის მუშაობა. თუ ეს პროცესები სხვადასხვა სისტემაშია გაფანტული ან დიდ დროს მოითხოვს, Optimo სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. პროგრამა ეხმარება ბიზნესებს ერთ სივრცეში მართონ ძირითადი ოპერაციები, გაამარტივონ ყოველდღიური სამუშაო და შექმნან უფრო სტრუქტურირებული, კონტროლირებადი გარემო ზრდისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
სხვა სიახლეები
2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
12.01.2026.11:00
2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი წელი იყო - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, 2025 წელი „მეტროპოლისთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რადგან „მეტროპოლი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს სრული სპექტრი შესთავაზა.
„იყო პატარ-პატარა გამოწვევებიც. თუმცა შემიძლია შევაფასო დადებით წლად, რა თქმა უნდა, იყო ზრდაც. პირველ რიგში გამოვყოფდი იმას, რომ 2025 წელს ჩვენ დავიწყეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სუბურბანული პროექტების გაყიდვა, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს კონკურენტებისგან და განგვასხვავებს. იმიტომ, რომ ეს არის პროექტები, რომლებითაც დეველოპერულ ბაზარზე ჩვენ გავხდით პირველი დეველოპერული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ სპექტრს. ადამიანს შეუძლია ერთ სივრცეში შეიძინოს ბინა თბილისში ან აპარტამენტი ბათუმში და, თუ სურს ბუნებასთან ახლოს ცხოვრება, - სუბურბანული პროექტები თბილისის შემოგარენში“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე „მეტროპოლის“ კონკურენტუნარიანობაზეც საუბრობს და ამ მიმართულებით სამ ძირითად ფაქტორს გამოყოფს.
„ჩვენი გამორჩეულობის ნაწილში სამ რამეს გამოვყოფ. პირველი არის არსებული პროექტების ლოკაციები - ვფიქრობ, რომ ლოკაციები შერჩეულია სტრატეგიულად, იქნება ეს ტურისტული, საცხოვრებელი თუ საინვესტიციო კუთხით. მეორე არის ჩვენი სუბურბანული პროექტები, რაც „მეტროპოლს“ სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს. მესამე კი ჩვენი არქიტექტურაა. მაგალითად, ბათუმში „მეტროპოლ კუბის“ არქიტექტურა განსხვავებული და გამორჩეულია, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.
~