2026 წელს მომხმარებლებს Art Glass Studio სასწავლო კურსებს შესთავაზებს
Art Glass Studio, ქალაქ ბათუმში მდებარე კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ხელნაკეთ ვიტრაჟებს, ტიფანის სტილის ნამუშევრებსა და გრავირებას. Business Insider Georgia - სთან კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლია ცქვიტინიძე 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„2025 წელი კარგი, სტაბილური წელი იყო. მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ინტერიერის გაფორმება უფრო მოთხოვნადი გახდა და გაიზარდა ინტერესი როგორც კომერციული სივრცეების, ისე საცხოვრებელი სახლების ინტერიერის გალამაზების მიმართ. ამასთან, საგრძნობლად მოიმატა სწავლის მსურველთა რაოდენობამ. თითქმის ყველა სარეკლამო აქტივობაზე ვიღებთ გამოხმაურებას იმის შესახებ, ვთავაზობთ თუ არა სასწავლო კურსს, როგორც სამოყვარულო, ისე დასაქმებაზე ორიენტირებული მიმართულებით. შესაბამისად, გაჩნდა სურვილი, რომ დაინტერესებულ პირებს მასტერკლასები ან სასწავლო კურსები შევთავაზოთ, რაზეც აქტიურად ვფიქრობთ და 2026 წლისთვის ვგეგმავთ. ამ მიმართულებით მოთხოვნა უმეტესად თბილისიდან გვაქვს, ვიდრე ადგილობრივებისგან “, - აღნიშნავს ლია ცქვიტინიძე.
Art Glass Studio ნებისმიერ ზომისა და სირთულის შეკვეთას იღებს. წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს ძირითადად თურქეთიდან და ინგლისიდან მოიპოვებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.