მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
-0.0017
flag
AZN 1.5841
-0.0003
flag
CNY 38.724
-0.0011
flag
EUR 3.2009
0.0059
flag
GBP 3.6894
0.0063
flag
KZT 53.49
-0.0017
flag
TRY 0.062
-0.0001
flag
USD 2.6932
-0.0005

2026 წელს LisiWine-Meskhishvili Winery საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

news image

LisiWine-Meskhishvili Winery დაახლოებით ერთი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბის ახლოს მდებარეობს. კომპანია ტურიზმის სექტორში მოღვაწეობის პარალელურად, ღვინის წარმოებითაც არის დაკავებული. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელ ილია მესხიშვილს ესაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში მხოლოდ კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით ვსაქმიანობდით. 2025 წელს კი გადავედით სტუმრების ყოველდღიურ მიღებაზე. ვმასპინძლობდით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. საერთო ჯამში წელს დადებითად ვაფასებთ, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვგეგმავთ, ცნობადობის გაზრდას ქართველი მომხმარებლებისთვის, შემდეგ კი უცხოელებისთვის. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ტურისტებზე, რათა მათთვის ჩვენი ობიექტის მოძიება უფრო მარტივი იყოს.

ღვინის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს პორტუგალიაში და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. პორტუგალიაში ყოველწლიურად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც LisiWine ქართულ ღვინოს წარადგენს. ჩვენი ღვინო იქ დიდ მოწონებას იმსახურებს, რაც განსაკუთრებულად გვახარებს.

ვგეგმავთ ექსპორტის გაძლიერებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთსა და ამერიკასთან და ველით პროცესის დადებით განვითარებას ", - აცხადებს ილია მესხიშვილი.

ცნობისთვის, ლოკაცია ლისის ტბიდან ავტომობილით დაახლოებით 4 წუთის სავალ გზაზეა. გარემო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდითა და სიმყუდროვით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

27.01.2026.17:37

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.  ამ ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილები დაემატა.

კურსს კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია „ანოვას“ თანადამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

კურსი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისა და ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ვინც სტრატეგიული მარკეტინგისა თუ ზოგადად მართვის პრინციპებში იყენებს მონაცემებს და ხედავს მათ უპირატესობას. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში  მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების  კულტურის ჩამოყალიბებას. 

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • ბაზრის სეგმენტაცია და მიზნობრივი მარკეტის შერჩევა;
  • მომხმარებლის ქცევა გადაწყვეტილების მიღების მამოძრავებელი ფაქტორები;
  • მომხმარებლის გამოცდილება (CX) კვლევის ინსტრუმენტები და მეტრიკები;
  • ორგანიზაციული კვლევა და თანამშრომლებისგან მიღებული ინსაითები ჩართულობის კვლევები - HR მეტრიკები - პერფორმანსის ანალიტიკა;
  • მონაცემებზე დაფუძნებული ლიდერშიფის კულტურის ჩამოყალიბება აზროვნების სტილის ყოველდღიურ ოპერაციებში დანერგვა.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბიზნესკურსის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა