მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

2026 წელს კომპანიის მთავარი აქცენტი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა - Bogveli

news image

Bogveli ქუდებისა და კლასიკური სტილის სამოსის მწარმოებელი კომპანიაა. Business Insider Georgia- კომპანიის თანადამფუძნებელს, გიორგი ბოგველს, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ბოლო პერიოდში კომპანიამ აქტიურად დაიწყო ექსპორტის მიმართულებით მუშაობა და ახალი ბაზრების ათვისება. 2025 წელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საზღვარგარეთ და მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რაც ჩვენი ბრენდის უცხოურ ბაზრებზე რეალიზების რეალურ შესაძლებლობას ქმნის. საერთო ჯამში, წელი შედეგიანი იყო, თუმცა მომავალში უფრო ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ და გვჯერა, რომ 2026 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

ვგეგმავდით ადგილობრივ ბაზარზე სტენდებისა და შოურუმების გახსნას, თუმცა აღნიშნული საკითხი მომავლისთვის გადავდეთ. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამჟამად პრიორიტეტს ექსპორტს ვანიჭებთ და ჩვენი რესურსები სწორედ ამ მიმართულებაზეა კონცენტრირებული, გაყიდვების ზრდის მიზნით.

ადგილობრივი ბაზარი მოცულობით მცირეა, თუმცა, რადგან წარმოება საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია, ბრენდი აქაც იყოს წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს ჰქონდეს მისი გაცნობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება გეგმებს, თებერვალში ვგეგმავთ კიდევ ერთ ვიზიტს შვედეთში. ჩვენი ერთ-ერთი მიზნობრივი ბაზარი არის სკანდინავიური ქვეყნები, და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად შევძლებთ საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებას ჩვენი ბრენდის რეალიზებისთვის მათ ბაზარზე.

მეორე მიმართულება, რომლის განვითარებაზეც ვფიქრობთ, არის ინგლისის ბაზარი. ჩვენი პროდუქცია ძირითადად ძველი ბრიტანულ-ამერიკული სტილისაა, ამიტომ თავიდან ვიკავებდით ინგლისში შესვლისგან, რადგან ადგილობრივი პროდუქცია საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი. მოგვიანებით ჩავატარეთ კვლევა და გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ექსპერტებთან, რომლებმაც გვირჩიეს, რომ გვეცადა ჩვენი პროდუქციის წარდგენა ინგლისის გამოფენაზე. გვსურს გაზაფხულისთვის მონაწილეობა მივიღოთ გამოფენაში, ისე როგორც პარიზში, საფრანგეთში, რაც ჩვენთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა.

2026 წელს ჩვენი ორი მთავარი პრიორიტეტი იქნება: სკანდინავიური ქვეყნები, პირველ რიგში შვედეთის ბაზარი, და ბრიტანეთი, სადაც გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას “, - აცხადებს გიორგი ბოგველი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა